თოლიისნისკარტა თევზიყლაპია
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Toliisniskarta tevwylap.PNG|thumb|თოლიისნისკარტა თევზიყლაპია]] | ||
'''თოლიისნისკარტა თევზიყლაპია''' (''ლათ''. Gelochelidon nilotica Gmelin, 1788) − ფრინველთა გვარი, ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − თოლიისნისკარტა თევზიყლაპია. | '''თოლიისნისკარტა თევზიყლაპია''' (''ლათ''. Gelochelidon nilotica Gmelin, 1788) − ფრინველთა გვარი, ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − თოლიისნისკარტა თევზიყლაპია. | ||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) |
მიმდინარე ცვლილება 22:01, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით
თოლიისნისკარტა თევზიყლაპია (ლათ. Gelochelidon nilotica Gmelin, 1788) − ფრინველთა გვარი, ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − თოლიისნისკარტა თევზიყლაპია.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − თოლიისნისკარტა თევზიყლაპია (Gelochelidon)
თოლიისნისკარტა თევზიყლაპია მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 300-340 მმ-ია, ნისკარტი – 33-35 მმ, წონა – ზოგჯერ 200 გ-ს აჭარბებს. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სხვა თევზიყლაპიებისაგან გამოირჩევა შედარებით მოკლე, მაგრამ მსხვილი ნისკარტით. ზრდასრული ფრინველის თავი ზაფხულში ზემოდან ელვარე შავია; კისრის უკანა მხარე, კუდზედა და საჭის ბუმბულები მოთეთროა, მონაცრისფრო ელფერით. ზურგის მხარე რამდენადმე უფრო მუქი, მოცისფრო-რუხია. მოვერცხლისფრო-რუხი ფერის მომქნევებს, წვეროები და შიგნითა კიდეები მუქი აქვთ. თავის გვერდები და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია; ნისკარტი და ფეხები – შავი. ზამთარში თავი უთეთრდება, მაგრამ თხემსა და კეფაზე გასწვრივი მურა შტრიხები რჩება. ზურგიც რამდენადმე უფრო ღია ფერის ხდება, ვიდრე ზაფხულში. ახალგაზრდებს ზურგის ბუმბულები მონაცრისფრო აქვთ, ჟანგმიწისფერი წვეროებით და მურა გასწვრივი შტრიხებით. თავის გვერდებზე მუქი ლაქებია; ნისკარტი და ფეხები მოწითალო-მურაა.
ცნობილია 7 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი თოლიისნისკარტა თევზიყლაპია – G. n. nilotica Gmel., 1788.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია, თუმცა ხშირად სპორადულია. სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოიპოვება დუნაის შესართავთან, შავი ზღვის სანაპიროებსა და სივაშზე, ყირიმსა და კავკასიაში, ქვემო ვოლგისპირეთსა და ყაზახეთში, ჩრდილოეთით თითქმის 52-ე პარალელამდე, აღმოსავლეთით ზაისანის ტბამდე, შუა აზიის რესპუბლიკებსა და იმიერბაიკალეთამდე. სსრკ ფარგლებს გარეთ – ევროპისა და აზიის სამხრეთ ნახევარში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ამერიკაში. ზამთრობს აფრიკის, აზიისა და სამხრეთი ამერიკის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ნაწილებში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბუდობის პერიოდში დაკავშირებულია უპირატესად ნახევარუდაბნოების ზონის როგორც მტკნარ, ისე მლაშე წყალსატევებთან, რომელთა სანაპიროები ქვიშნარ-კენჭნარია და ღარიბია მცენარეული საფარით.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდე მარტივია, ზოგჯერ იგი უბრალო ჩაღრმავებაა ქვიშაში ან მშრალ მდელოზე. მაისის ბოლოს დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 22-23 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
თოლიისნისკარტა თევზიყლაპიას საკვებში უმთავრესია მწერები და ხვლიკები, ხოლო თევზებს უმნიშვნელო ადგილი უჭირავს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით, პრაქტიკულად სასარგებლო ფრინველია.