ამაღლება (სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები ვანის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ვანის მუნიციპალიტეტში]]
 +
[[კატეგორია:სოფლები იმერეთში]]
 
[[კატეგორია:კურორტები]]
 
[[კატეგორია:კურორტები]]
 
[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]
 
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]

მიმდინარე ცვლილება 19:07, 12 აპრილი 2025 მდგომარეობით

ამაღლება — (ინგლ. Amagleba, რუს. Амаглеба), სოფელი საქართველოში, ბალნეოლოგიური კურორტი , ვანის მუნიციპალიტეტში, ქ. ვანიდან 8 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ-ის სიმაღლეზე.

ჰავა – ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,1° C. ზაფხული ძალიან თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,1°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1600-1800 მმ-ს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 78%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2100-2200 საათს.

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, ვერხვი, იფანი და სხვ.) ტყეებითა და ხეხილის ნარგავებით.

ამაღლების ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია: თერმული (t – 40°C-41°C), საშუალო მინერალიზაციის (M − 10,3 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს გაზრდილი რაოდენობით ჰიდროკარბონატს, კალციუმსა და კაჟმჟავას.

ამაღლების ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდებია საერთო და ადგილობრივი აბაზანები

ჩვენებები ამაღლებაში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ამაღლებასა და მის მიდამოებში (ვანის ნაქალაქარი; მართლმადიდებლური ეკლესიები – დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის (1615 წელი) შუამთაში, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის (1619 წელი) ამაღლებაში, გადიდის მიდამოებში (XI საუკუნე), გორაში (შუა საუკუნეები), ყოვლადწმიდა სამების სახელობის დიხაშხოში (XVI-XVIII საუკუნეები), მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის (XII-XIII საუკუნეები) ზედა ვანში, (XIV-XV საუკუნეები) (შუა საუკუნეები) ისრითში; კოშკი „გორმაღალის ციხე“ სულორში (შუა საუკუნეები) და სხვ.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები