კარაიანი ჰერბერტ ფონ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარაიანი ჰერბერტ ფონ“ გადაიტანა გვერდზე „[[ჰერბერტ ფონ კარაიანი]...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰერბერტ ფონ კარაიანი“ გადაიტანა გვერდზე „[[კარაიანი ჰერბერტ ფონ]...) |
22:40, 24 აპრილი 2025-ის ვერსია
ჰერბერტ ფონ კარაიანი – (5 აპრილი 1908, ზალცბურგი – 16 ივლისი 1989, იქვე), ავსტრიელი დირიჟორი.
მუსიკალური განათლება მიიღო ზალცბურგის „მოცარტეუმში“. 1927-34 კარაიანი დირიჟორობდა კულმის საოპერო თეატრში, 1934-41 კი ქ. აახენში. 1941-44 ხელმძღვანელობდა ბერლინის სახელმწიფო კაპელას. 1947-იდან იყო ვენის „მუსიკის მეგობართა საზოგადოების” დირიჟორი და ზალცბურგის, ვენის, ბაიროითის, ბერლინის, მიუნხენისა და სხვ. ფესტივალების მონაწილე და ორგანიზატორი. გასტროლებს მართავდა ვენისა და ლონდონის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად. 1955−იდან იყო ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელი პარალელურად – ვენის სახელმწიფო ოპერისა (1956-64). 1964-69 კარაიანი „ლა სკალას“ თეატრის დირიჟორია, 1969 წლიდან კი ბერლინის სიმფონიური ორკესტრისა. კარაიანი XX ს-ის მეორე ნახევრის უდიდესი (საოპერო და სიმფონიური) დირიჟორი იყო. მის მიერ დაწესებული კონკურსის ლაურეატი ოქროს მედალი 1978 წელს გახდა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი (დირიჟორი ო. საფარიშვილი).