კიკნაძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შოთა კიკნაძე''' − (27 აპრილი 1920, სოფ. საღანძილე, ხარაგაულის რ-ნი ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კიკნაძე შოთა“ გადაიტანა გვერდზე „შოთა კიკნაძე“)

16:26, 25 აპრილი 2025-ის ვერსია

შოთა კიკნაძე − (27 აპრილი 1920, სოფ. საღანძილე, ხარაგაულის რ-ნი – 4 აპრილი 1998, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი (1942) და კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (1951, პროფ. ს. ინაშვილის კლასი). 1951-78 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ჰქონდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმა, მიმზიდველი გარეგნობა.

პარტიები: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), რობერტი, ონეგინი (ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „ევგენი ონეგინი“), ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ვერდისტრავიატა“, „ტრუბადური“), ფიგარო (როსინისსევილიელი დალაქი“), დონ-ჯოვანი (მოცარტის „დონ-ჯოვანი“), ვალენტინი (გუნოს „ფაუსტი“), სილვიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“). მონაწილეობდა ქ. საარბრიუკენში ზ. ფალიაშვილის „დაისისა“ (1973, კიაზოს პარტია) და ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ (1974, ელეცკის პარტია) წარმოდგენებში. ეწეოდა საგასტროლო მოღვაწეობას.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები