ობერი დანიელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ობერი დანიელ“ გადაიტანა გვერდზე „დანიელ ობერი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დანიელ ობერი“ გადაიტანა გვერდზე „ობერი დანიელ“ გადამისამართე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:30, 5 მაისი 2025 მდგომარეობით
ობერი დანიელ ფრანსუა ესპრი − (29 იანვარი 1782, კანი – 12 მაისი 1871, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკის მოღვაწე. 1842-იდან პარიზის კონსერვატორიის დირექტორი, 1857-იდან სამეფო კარის კაპელმაისტერი. ობერი 40-ზე მეტი ოპერის ავტორია, რომელთა უმეტესობა კომიკურია. ამავე დროს, ჯ. მეიერბერთან ერთად ობერი „დიდი ოპერის“ ჟანრის ერთ-ერთი შემქმნელია („პორტიჩელი მუნჯი ქალიშვილი“ ანუ „ფენელა“, 1828). მისი კომიკური ოპერებიდან პოპულარობა მოიპოვა „ფრა დიავოლომ“ (1830), „ბრინჯაოს ცხენმა“ (1835), „შავმა დომინომ“ (1837). თბილისში დაიდგა ობერის ოპერები „ფენელა“ (1853) და „ფრა დიავოლო“ (1879).