ონიანი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ონიანი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ონიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი ონიანი“ გადაიტანა გვერდზე „ონიანი გიორგი“ გადამისამარ...)

16:10, 5 მაისი 2025-ის ვერსია

გიორგი ონიანი – (6 ოქტომბერი 1974, დ. ლენტეხი), ქართველი მომღერალი (ტენორი). დაამთავრა თბილისის კონსერვატორია პროფესორ ნ. ანდღულაძის ხელმძღვანელობით. 1998-2001 თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი იყო. შეასრულა მთავარი პარტიები ვერდის, პუჩინის, ფალიაშვილის ოპერებში. 2001 იყო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი, 2001 -03 გაიარა სტაჟირება „ლა სკალას“ თეატრში. აქვე შედგა მისი საზღვარგარეთული დებიუტი. 2001-იდან ასრულებს მთავარ პარტიებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საოპერო თეატრის სცენებზე. 2002 მოიპოვა I პრემია საერთაშორისო კონკურსზე რივა დელ გარდაში (იტალია), 2004 – გრან პრი ტენორების საერთაშორისო კონკურსზე „ტრაიან გროცავესკუ“ (რუმინეთი, ლუგოჟი). 2005-იდან კვლავ თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. მართავს გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში (ბრაზილია, იტალია, მექსიკა, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია, და სხვ.), ასრულებს ტენორის მთავარ პარტიებს ვერდის (ტრავიატა, „აიდა“, „დონ-კარლოსი“, „ბალ-მასკარადი“, „ტრუბადური“, „რიგოლეტო” და სხვ.), პუჩინის („ტოსკა“, „ჩიო-ჩიო-სანი“, „ბოჰემა”), ბიზეს(„კარმენი“), ფალიაშვილის („აბესალომ და ეთერი“, „დაისი“) ოპერებში, 2005 ბაქოში ბიულ-ბიულის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა I პრემია. ფლობს ლამაზი ტემბრის ძლიერ ხმას.


გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები