ძირი (ლინგვისტიკა)
(ახალი გვერდი: '''ძირი''' – მორფოლოგიური თვალსაზრისით სიტყვის (ფუძის) დაუშლელ...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ძირი''' – მორფოლოგიური თვალსაზრისით სიტყვის (ფუძის) დაუშლელი ნაწილი, რომელთანაც დაკავშირებულია [[სიტყვა|სიტყვის]] | + | '''ძირი''' – მორფოლოგიური თვალსაზრისით სიტყვის (ფუძის) დაუშლელი ნაწილი, რომელთანაც დაკავშირებულია [[სიტყვა|სიტყვის]] ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობა. სიტყვათა ცვალების დროს ძირი სემანტიკურად უცვლელი რჩება, მაგრამ სხვადასხვა [[ფონეტიკა|ფონეტიკური]] ფაქტორების მოქმედების შედეგად შეიძლება იცვალოს მისი სტრუქტურა (მაგ., კე-დელი-ი – კედლ-ის, ხე – ხ-ის…). მრავალ ენაში ძირის სტრუქტურა ხასიათდება სპეციფიკური [[ფონემა|ფონემური]] შედგენილობით და ფონეტიკური კანონზომიერებებით, რაც მყარ საფუძველს ქმნის დიაქრონიული და ტიპოლოგიური კვლევისათვის. ამ თვალსაზრისით კარგად არის შესწავლილი ქართული და [[ქართველური ენები|ქართველურ ენათა]] ძირის სტრუქტურა ([[არნოლდ ჩიქობავა|არნ. ჩიქობავა]], [[გამყრელიძე თამაზ|თ. გამყრელიძე]], [[მაჭავარიანი გივი|გ. მაჭავარიანი]], ი. მელიქიშვილი, ი. ქობალავა და სხვ.). ძირი შეიძლება იყოს თავისუფალი, [[აფიქსი|აფიქსები]]ს გარეშე (ნულოვანი [[მორფემა|მორფემითაც]]: ხე, დედა…), ან მხოლოდ |
აფიქსებთან ერთად (ა-კეთ-ებ-ს, კეთ-ებ-ა…). ზოგჯერ სიტყვაში ([[ფუძე (ლინგვისტიკა)|ფუძე]]ში) ძირის გამოყოფა ჭირს, რადგან დიაქრონიული პროცესების შედეგად მოტივაცია დაჩრდილულია და საჭირო ხდება ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევა მის დასადგენად. | აფიქსებთან ერთად (ა-კეთ-ებ-ს, კეთ-ებ-ა…). ზოგჯერ სიტყვაში ([[ფუძე (ლინგვისტიკა)|ფუძე]]ში) ძირის გამოყოფა ჭირს, რადგან დიაქრონიული პროცესების შედეგად მოტივაცია დაჩრდილულია და საჭირო ხდება ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევა მის დასადგენად. | ||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]] | [[კატეგორია:ენათმეცნიერება]] | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:54, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
ძირი – მორფოლოგიური თვალსაზრისით სიტყვის (ფუძის) დაუშლელი ნაწილი, რომელთანაც დაკავშირებულია სიტყვის ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობა. სიტყვათა ცვალების დროს ძირი სემანტიკურად უცვლელი რჩება, მაგრამ სხვადასხვა ფონეტიკური ფაქტორების მოქმედების შედეგად შეიძლება იცვალოს მისი სტრუქტურა (მაგ., კე-დელი-ი – კედლ-ის, ხე – ხ-ის…). მრავალ ენაში ძირის სტრუქტურა ხასიათდება სპეციფიკური ფონემური შედგენილობით და ფონეტიკური კანონზომიერებებით, რაც მყარ საფუძველს ქმნის დიაქრონიული და ტიპოლოგიური კვლევისათვის. ამ თვალსაზრისით კარგად არის შესწავლილი ქართული და ქართველურ ენათა ძირის სტრუქტურა (არნ. ჩიქობავა, თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, ი. მელიქიშვილი, ი. ქობალავა და სხვ.). ძირი შეიძლება იყოს თავისუფალი, აფიქსების გარეშე (ნულოვანი მორფემითაც: ხე, დედა…), ან მხოლოდ აფიქსებთან ერთად (ა-კეთ-ებ-ს, კეთ-ებ-ა…). ზოგჯერ სიტყვაში (ფუძეში) ძირის გამოყოფა ჭირს, რადგან დიაქრონიული პროცესების შედეგად მოტივაცია დაჩრდილულია და საჭირო ხდება ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევა მის დასადგენად.
ნ. სტურუა