ბარდანაშვილი იოსებ
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:BardanaSvili.jpg|thumb| | + | [[ფაილი:BardanaSvili.jpg|thumb|150პქ|იოსებ ბარდანაშვილი]] |
'''ბარდანაშვილი იოსებ (სოსო) იუზას ძე''' - (23. XI. 1948, ბათუმი), კომპოზიტორი, [[საქართველო|საქართველოს]] ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1986), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის [[ლაურეატი]] (1987). | '''ბარდანაშვილი იოსებ (სოსო) იუზას ძე''' - (23. XI. 1948, ბათუმი), კომპოზიტორი, [[საქართველო|საქართველოს]] ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1986), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის [[ლაურეატი]] (1987). | ||
14:40, 8 მაისი 2025-ის ვერსია
ბარდანაშვილი იოსებ (სოსო) იუზას ძე - (23. XI. 1948, ბათუმი), კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1986), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1987).
დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1985 (ხელმძღვანელი ა. შავერზაშვილი). 1986-91 მუშაობდა ბათუმის მუსიკალურ სასწავლებლის დირექტორად, შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილედ. 1995-იდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში, თელ-ავივის რუბინის აკადემიაში კითხულობს კომპოზიციის კურსს. 1998 ბარდანაშვილს მიენიჭა წლის საუკეთესო კომპოზიტორის წოდება, 2000 – ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრიზი. 2000 დეკემბერში საავტორო კონცერტი გამართა თბილისში.
ბარდანაშვილს ეკუთვნის 2 სიმფონია, 3 ოპერა, 2 ბალეტი, ტრილოგია ვიოლინოს, გუნდისა და ორკესტრისთვის, კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ჩელოსათვის, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო ტრიო, საგუნდო მუსიკის, ვოკალური ციკლები, მუსიკა კინოფილმებისა და სპექტაკლებისათვის და სხვ.
(გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი