ფალიაშვილი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურიატები]]
+
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]]
 +
[[კატეგორია:ფალიაშვილები]]

23:13, 12 მაისი 2025-ის ვერსია

ვახტანგ ფალიაშვილი – (2 ივლისი 1919, თბილისი – 7 დეკემბერი 1980, იქვე), ქართველი დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1965).

დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. გაუკის სადირიჟორო კლასი, 1943). დირიჟორობდა ჯერ მოსკოვში, საკავშირო რადიოს დიდ სიმფონიურ ორკესტრში (1941-43), შემდეგ თბილისის საოპერო თეატრში (1944-67). 1968- 73 იგი მთავარი დირიჟორი იყო. მართავდა გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში. მის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 70-ზე მეტი ოპერა და ბალეტი. მ. შ. ზ. ფალიაშვილის ოპერები: „აბესალომ და ეთერი,“ „დაისი“, „ლატავრა“, რ. გაბიჩვაძის ბალეტები „ჰამლეტი“ და „მედეა“ პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, ჯ. ვერდისაიდა“ და სხვ. დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრებს. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით. 1944-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია, (1961-იდან – პროფესორი). ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები