მინდვრის მწყერჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მინდვრის მწყერჩიტა''' (''ლათ''. Anthus campestris Linnaeus, 1758) − ფრინველი [[ბეღურა...)
 
 
ხაზი 26: ხაზი 26:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
 
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
 
[[კატეგორია:ბოლოქანქარასებრნი]]
 
[[კატეგორია:ბოლოქანქარასებრნი]]
 
[[კატეგორია:მწყერჩიტა]]
 
[[კატეგორია:მწყერჩიტა]]

მიმდინარე ცვლილება 13:18, 15 მაისი 2025 მდგომარეობით

მინდვრის მწყერჩიტა (ლათ. Anthus campestris Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მინდვრის მწყერჩიტა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 78-100 მმ-ია, კუდი – 65-85 მმ, ნისკარტი – 10-16 მმ, წონა – 20-26 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზურგის მხარეს ჟანგმიწისფერი ან მორუხო-მურაა. თხემზე და ზურგზე მუქი მურა შტრიხებია, თავზე უფრო მკვეთრი, ხოლო ზურგზე – ზოგჯერ ძლივს შესამჩნევი; კუდზედა ბუმბულები ერთფეროვანი ჟანგმიწისფერია. მომქნევები, ფრთების ზემო მფარავები და საჭის შუა წყვილი მუქი მურაა, ჩალისფერი არშიებით. საჭის მომდევნო სამი წყვილი მოშავო-მურაა, კიდურა ორი წყვილი კი თეთრი, შიგნითა მარაოებზე აქა-იქ მუქი მურა ლაქებით; წარბებს ზემოთ ფართო ჟანგმიწისფერ-თეთრი ზოლებია; ყურების მფარავები ჟანგმიწისფერ-მურაა. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, ცვილისფერი ელფერით, უფრო ინტენსიური სხეულის გვერდებზე და მკერდზე. მკერდზე, უმთავრესად მის გვერდებზე, მურა ფერის წინწკლებია, თუმცა იგი ზოგჯერ ძლივს შესამჩნევია. ნისკარტზედა მურაა, ნისკარტქვედა – ღია მურა, მუქი წვეროთი. ფეხები და ბრჭყალები ღია რქისფერია.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული მინდვრის მწყერჩიტა – A. c. campestris Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი ძირითადად ევროპასა და აზიაში მდებარეობს: ჩრდილოეთით ვრცელდება დანიამდე, სამხრეთ შვეციაში, ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში, შემდეგ მოგილიოვში, ჩერნიგოვისა და ვორონეჟის ოლქებში, კურგანის რაიონში, კრასნოიარსკსა და სამხრეთ მანჯურიაში; სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, მცირე აზიაში, ავღანეთში, ირანში, ცენტრალურ აზიაში; აფრიკაშიალჟირში, ტუნისში, მაროკოსა და ტრიპოლში. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ინდოეთსა და ცეილონზე. საქართველოში მობუდარია.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ეტანება უპირატესად ველის ტიპის მშრალ ადგილებს, დაბლობებში – ვაციწვერიან ველებს, ქვიშნარი მინდვრებს, დაბალმოზარდი და მეჩხერი ბუჩქნარებით. შესაფერის ბიოტოპში ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, ბალახის, ხავსისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. მაისის მეორე ნახევარში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

მინდვრის მწყერჩიტას საკვებია პატარა ზომის მწერები, მათი მატლები და ნიმფები. ჭამს პატარა ლოკოკინებსა და ჭიებსაც. მცენარეული საკვების მოხმარება აღნიშნული არაა.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

საკვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები