ვახტანგ ჭაბუკიანი
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ვახტანგ ჭაბუკიანი''' – 27 თებერვალი (12 მარტი). 1910, [[თბილისი] – 6 აპრილი 1992, თბილისი), [[ქართველები|ქართველი]] მოცეკვავე, [[ბალეტმაისტერი]] და პედაგოგი, საქართველოსა (1941) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი, ლენინური პრემიის ლაურეატი(1958). ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. | + | '''ვახტანგ ჭაბუკიანი''' – 27 თებერვალი (12 მარტი). 1910, [[თბილისი]] – 6 აპრილი 1992, თბილისი), [[ქართველები|ქართველი]] მოცეკვავე, [[ბალეტმაისტერი]] და პედაგოგი, საქართველოსა (1941) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი, ლენინური პრემიის ლაურეატი(1958). ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. |
1922-23 სწავლობდა [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან]] არსებულ მ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1924 ჩაირიცხა საბალეტო [[დასი|დასში]]. 1926-29 ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის (პეტერბურგის) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1929-41 იყო [[მარიას თეატრი]]ს [[სოლისტი]], სადაც წამყვანი პარტიები შეასრულა [[ბალანჩივაძე ანდრია|ა. ბალანჩივაძის]] [[ბალეტი|ბალეტ]] „მთების გულში“ (1938), ა. კრეინის „ლაურენსიაში“ (1939), [[მინკუსი ლუდვიგ|მინკუსი]]ს „დონ კიხოტში,“ ადანის „ჟიზელში“, [[ჩაიკოვსკი პეტრე|ჩაიკოვსკი]]ს „გედების ტბაში“ და სხვ. | 1922-23 სწავლობდა [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან]] არსებულ მ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1924 ჩაირიცხა საბალეტო [[დასი|დასში]]. 1926-29 ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის (პეტერბურგის) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1929-41 იყო [[მარიას თეატრი]]ს [[სოლისტი]], სადაც წამყვანი პარტიები შეასრულა [[ბალანჩივაძე ანდრია|ა. ბალანჩივაძის]] [[ბალეტი|ბალეტ]] „მთების გულში“ (1938), ა. კრეინის „ლაურენსიაში“ (1939), [[მინკუსი ლუდვიგ|მინკუსი]]ს „დონ კიხოტში,“ ადანის „ჟიზელში“, [[ჩაიკოვსკი პეტრე|ჩაიკოვსკი]]ს „გედების ტბაში“ და სხვ. |
მიმდინარე ცვლილება 20:11, 19 მაისი 2025 მდგომარეობით
ვახტანგ ჭაბუკიანი – 27 თებერვალი (12 მარტი). 1910, თბილისი – 6 აპრილი 1992, თბილისი), ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, საქართველოსა (1941) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი, ლენინური პრემიის ლაურეატი(1958). ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.
1922-23 სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მ. პერინის საბალეტო სტუდიაში. 1924 ჩაირიცხა საბალეტო დასში. 1926-29 ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის (პეტერბურგის) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1929-41 იყო მარიას თეატრის სოლისტი, სადაც წამყვანი პარტიები შეასრულა ა. ბალანჩივაძის ბალეტ „მთების გულში“ (1938), ა. კრეინის „ლაურენსიაში“ (1939), მინკუსის „დონ კიხოტში,“ ადანის „ჟიზელში“, ჩაიკოვსკის „გედების ტბაში“ და სხვ.
1941-73 ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. 1968-მდე იყო ამ დასის მოცეკვავეც. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1936), გ. კილაძის „სინათლე“ (1947, სსრკ სახელმწიფო პრემია), დ. თორაძის „გორდა“ (1949, სსრკ სახელმწიფო პრემია) და „მშვიდობისათვის“ (1953), ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957), ს. ცინცაძის „დემონი“ (1961), ფ. ღლონტის „განთიადი“ (1967) და მსოფლიო კლასიკური საბალეტო რეპერტუარის მრავალი ნიმუში.
1950-1973 ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს, 1965-1970 – რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტმაისტერო განყოფილებას. საკუთარი სცენარით დადგა კინოფილმები „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955) და „ოტელო“ (1961). გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ (აშშ, იტალია, ლათინური ამერიკა და სხვა). სპექტაკლები დადგა საზღვარგარეთულ სცენებზე. ლენინური პრემია მიენიჭა (1958) ა. მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოს“ დადგმისა და ოტელოს როლის შესრულებისათვის, რაც მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მწვერვალი იყო.
ვახტანგ ჭაბუკიანი XX ს. ერთ-ერთი უდიდესი მოცეკვავეა. ჰქონდა იშვიათი ბუნებრივი მონაცემები და ფლობდა სრულყოფილ, ვირტუოზულ საცეკვაო ტექნიკას. საბალეტო ხელოვნებაში დაამკვიდრა მამაკაცური კლასიკური ცეკვის ჰეროიკული სტილი. ჭზბუკიზნის საცეკვაო და საბალეტმაისტერო მოღვაწეობა მთელი ეპოქაა ქართული ბალეტის ისტორიაში და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი.