ჰაჯიბეკოვი უზეირ აბდულ ჰუსეინოღლუ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰაჯიბეკოვი უზეირ აბდულ ჰუსეინოღლუ“ გადაიტანა გვერდზე „[[უზეირ ა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უზეირ აბდულ ჰუსეინოღლუ ჰაჯიბეკოვი“ გადაიტანა გვერდზე „[[ჰაჯიბე...) |
მიმდინარე ცვლილება 00:02, 21 მაისი 2025 მდგომარეობით
უზეირ აბდულ ჰუსეინოღლუ ჰაჯიბეკოვი − 5 სექტემბერი 1885, სოფ. აღჯაბადი, შუშის მახლობლად –23 ნოემბერი 1948, ბაქო), აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1938). აზერბაიჯანული პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.
თავდაპირველი სამუსიკო განათლება მიიღო გორის სამასწავლებლო სემინარიაში (დაამთავრა 1904). სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და პეტერბურგის კონსერვატორიაში(1914). ჰაჯიბეკოვის პირველმა ოპერამ „ლეილი და მაჯნუნი“ (1908) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში (სულ 6 ოპერა). მისი შემოქმედების მწვერვალია ოპერა „ქოროღლი“ (1937); მას ეკუთვნის აგრეთვე ოპერეტები: „ცოლი და ქმარი“ (1910), „ეს თუ არა, ის“ (1910), „არშინ მალ ალან“ (1913). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1938-48 იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობის 1949-იდან) პროფესორი და დირექტორი. 1931 ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, 1936 სახელმწიფო გუნდი. 1945-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს.