აღსაბაძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შოთა აღსაბაძე''' − (10. (22). XII. 1896, თბილისი – 6.VII. 1966, იქვე), ქართველი დ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შოთა აღსაბაძე“ გადაიტანა გვერდზე „აღსაბაძე შოთა“ გადამისამარ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:15, 21 მაისი 2025 მდგომარეობით

შოთა აღსაბაძე − (10. (22). XII. 1896, თბილისი – 6.VII. 1966, იქვე), ქართველი დრამატული და საოპერო რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1965).

1928-1938 და 1941-1943 მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, ხოლო 1938-1941 და 1943-1949 თბილისის საოპერო თეატრში. მისი დადგმებიდან დრამატულ თეტრში განსაკუთრებით ცნობილია შექსპირის „ოტელო“(1937), საოპერო თეატრში − ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“(1937), რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“ (1939), შ. თაქთაქიშვილის „დეპუტატი“ (1940), გ. კილაძის „ლადო კეცხოველი“ (1941), ვ. გოკიელის „პატარა კახი“ (1943), ჟ. ბიზეს „კარმენი“ (1949), შ. აზმაიფარაშვილის „ხევისბერი გოჩა“ (1951), ა. კერესელიძის „ბერუჩა“(1956). 1943-1966 მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში საოპერო მომზადების კათედრის გამგედ და საოპერო სტუდიის მთავარ რეჟისორად (პროფ. 1943). დადგა რამდენიმე ოპერა. შოთა აღსაბაძე ავტორია გ. კილაძისა („ლადო კეცხოველი“) და ვ. გოკიელის („პატარა კახის“) ოპერების ლიბრეტოებისა.

მ. ქავთარაძე


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები