შავამლაყი მეღორღია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შავამლაყი მეღორღია''' (''ლათ''. Oenanthe hispanica Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბეღურა...)
 
 
ხაზი 25: ხაზი 25:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
 
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
 
[[კატეგორია:შაშვისებრნი]]
 
[[კატეგორია:შაშვისებრნი]]
 
[[კატეგორია:მეღორღია]]
 
[[კატეგორია:მეღორღია]]

მიმდინარე ცვლილება 15:13, 27 მაისი 2025 მდგომარეობით

შავამლაყი მეღორღია (ლათ. Oenanthe hispanica Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შავამლაყი მეღორღია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 85-100 მმ-ია, კუდი – 58-65 მმ, ნისკარტი – 13-16 მმ, წონა 18-25 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის შესამჩნევი განსხვავებაა. გარდა ამისა, შეფერილობაში არის მნიშვნელოვანი ქვესახეობრივი და ინდივიდუალური ვარიაციები, რის გამო წინათ ზოგიერთი ქვესახეობა სახეობად იყო მიჩნეული. საქართველოში მობუდარი ქვესახეობის მამალი ზურგის მხარეს მეტწილად თეთრია, თავზე მორუხო, ხოლო ზურგზე მოჟანგმიწისფრო ელფერით. ფრთები, შუბლი, თავის გვერდები და წარბები, ნიკაპი და ყელი, აგრეთვე ფრთებისქვეშა და იღლიის ბუმბულები შავია. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია. საჭის შუა წყვილი შავია, მხოლოდ ძირშია თეთრი. საჭის დანარჩენი ბუმბულები თეთრია, შავი ბოლოებით. დედალი ზურგის მხარეს მურაა, მაგრამ ზურგის ბუმბულებს ბოლოებში უფრო ღია ფერის ზოლები აქვთ, ხოლო კუდზედა ბუმბულები თეთრია. სხეულის ქვემო მხარე ჟანგმიწისფერია. ნისკარტი და ფეხები შავია. ზოგიერთ ქვესახეობას თავის გვერდებიდან შავი ზოლები უწყვეტად გადადიან ფრთებზე და ზურგის წინა ნაწილზე, ხოლო ზოგიერთ სხვა ქვესახეობებში კისრის გვერდებზე შავი ზოლი ვიწროვდება ან სრულიად წყდება, ზურგი კი თეთრი ხდება.

ამჟამად გამოყოფენ 4 ქვესახეობას. საქართველოში გვხვდება: კავკასიური შავამლაყი მეღორღია − O. h. melanoleuca Güldenstädt, 1775 და მელოტჩიტა – 0. h. pleschanka Lepechin, 1771.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: სამხრეთ ევროპას პირენეის ნახევარკუნძულს, სამხრეთ საფრანგეთს, იტალიას, ბალკანეთს, კვიპროსს, უკრაინის სამხრეთ ნაწილს, ყირიმს, კავკასიას, შემდეგ უკვე აზიაში აღმოსავლეთით ყვითელ ზღვამდე; ჩრდილოეთი საზღვარი გაივლის დაახლოებით კუსტანაისკს, კოკჩეტავს, პავლოდარს, კრასნოიარსკს, დაურიას და მანჯურიას. სამხრეთით ვრცელდება მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, ირანში, ავღანეთში, დასავლეთ ტიბეტში. გარდა ამისა, ბუდობს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ზამთარს ატარებს აფრიკასა და არაბეთში. საქართველოში კავკასიური შავამლაყი მეღორღია მობუდარია, ხოლო მელოტჩიტა გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ირჩევს ხრამ-გორაკებიან ველებს, კლდოვან ან ქვა-ღორღიან ფერდობებს, მდინარეთა სანაპირო მშრალ ფლატეებს, მცენარეულობით ღარიბ ღია ადგილებს. ვერტიკალურად ვრცელდება 2300 მ-მდე ზღვის დონიდან.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, კლდეთა ნაპრალებში, ქვა-ღორღიან ადგილებში. მაისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს. ზოგან აღნიშნულია წლის განმავლობაში მეორეჯერ ბუდობაც. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

სხვა მეღორღიების მსგავსად, იკვებება პატარა ზომის მწერებით, ობობებით და ხმელეთის სხვა უხერხემლოებით.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები