ბოსტნის გრატა
(ახალი გვერდი: '''ბოსტნის გრატა''' '''ბოსტნის გრატა''' (''ლათ''. E...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
* ოჯახი − [[გრატასებრნი]] (Emberizidae) | * ოჯახი − [[გრატასებრნი]] (Emberizidae) | ||
* გვარი − [[გრატა]] (Emberiza) | * გვარი − [[გრატა]] (Emberiza) | ||
| − | + | ბოსტნის გრატა ბეღურაზე ოდნავ პატარა ფრინველია, ფრთა 70-85 მმ-ია, კუდი – 65-70 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 10-12 მმ, წონა 20-25 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი და კისერი ზემოდან მომწვანო-რუხი აქვს, თხემზე შავი ღერძულა წინწკლებით. ზურგი მოწითალო-ჟანგისფერია, შავი ან ჟანგმიწისფერ-წენგოსფერი გასწვრივი ლაქებით. კუდზედა ბუმბულები წენგოსფერ-[[რუხი (ფერი)|რუხი]]ა, მაგრამ ცენტრში მოწაბლისფრო ლაქები აქვთ. ფრთის საშუალო და დიდი მფარავები მუქი რქისფერია; პირველი რიგის მომქნევებს ლიმონისფერ-[[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]] არშიები აქვთ; მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს და ფრთის დიდ მფარავებს – ფართო ჟანგისფერი არშიები საჭის ბუმბულები რქისფერია, მომწვანო-რუხი არშიებით. საჭის კიდურა ორ წყვილს დიდი [[თეთრი (ფერი)|თეთრი]] სოლისებური ფორმის ლაქები აქვთ. თვალებს ზემოთ ზოლები, ლოყები, კისრის გარდიგარდმო ზოლი, მკერდის უკანა ნაწილი, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები მკრთალი ლიმონისფერ-ყვითელია. ნისკარტიდან თვალებისა და ყურების გასწვრივ შავი ზოლები გადის. მკერდის წინა ნაწილი მომწვანო-რუხია; სხეულის გვერდებზე მურა წინწკლებია. ზრდასრული დედალი ზურგის მხარეს წენგოსფერ-ჟანგმიწისფერია, მკაფიო შავი და არამკაფიო ჟანგისფერი გასწვრივი ლაქებით. სხეულის ქვემო მხარე მკრთალი ლიმონისფერ-ყვითელია, ვიწრო მოშავო-მურა ღერძულა ზოლებით, განსაკუთრებით მკერდზე. ნისკარტზედა მუქი რქისფერია, ნისკარტქვედა – მოცისფრო, ფეხები – მურა-ხორცისფერი. | |
| − | + | ||
| − | + | აღწერილია 2 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში გვხვდება ჩვეულებრივი ბოსტნის გრატა – E. c. cirlus Linn., 1766. | |
| − | აღწერილია 2 ქვესახეობა. | + | |
| − | + | ====გავრცელება==== | |
| − | + | სახეობის არეალი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ს, წინა [[აზია]]სა და [[ევროპა|ევროპის]] დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს. [[ჩრდილოეთი]]თ ვრცელდება ინგლისის სამხრეთ ნაწილამდე, [[დასავლეთი]]თ – მთელ ევროპაში, [[სამხრეთი]]თ ხმელთაშუა ზღვის კუნძულების ჩათვლით; [[აღმოსავლეთი]]თ – შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროებამდე. საქართველოში ცნობილია, როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი, მეტწილად სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში. | |
| − | + | ||
| − | + | ====ბიოტოპი==== | |
| − | + | ბინადრობს მთა-გორაკებიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისპირებში, აგრეთვე კულტურულ [[ლანდშაფტი|ლანდშაფტში]] – ბაღებში და პარკებში. | |
| − | + | ||
| − | + | ====გამრავლება==== | |
| − | + | ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი, ბუჩქებზე მიწასთან ახლოს. წელიწადში მრავლდება ორჯერ, ზოგან – სამჯერაც. პირველი ბუდობა მიმდინარეობს აპრილის ბოლოდან, ხოლო მეორე – ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ნაპოვნია ბუდობა სექტემბერშიც, რომელსაც მესამე ბუდობად მიიჩნევენ. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, მამალი კი ამ დროს კვებავს დედალს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება. | |
| − | + | ||
| + | ====კვება==== | ||
| + | ბაღის გრატა იკვებება მეტწილად მცენარეთა წვრილი [[თესლი|თესლებით]], აგრეთვე კენკრით, ხოლო ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების პერიოდში, მრავლად კენკავს ნაირგვარ [[მწერები|მწერებსაც]]. | ||
| + | |||
| + | ====მნიშვნელობა==== | ||
| + | კვების ხასიათის მიხედვით საერთოდ სასარგებლო ფრინველია. საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 23:06, 3 ივნისი 2025 მდგომარეობით
ბოსტნის გრატა (ლათ. Emberiza cirlus Linnaeus, 1766) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − გრატასებრნი (Emberizidae)
- გვარი − გრატა (Emberiza)
ბოსტნის გრატა ბეღურაზე ოდნავ პატარა ფრინველია, ფრთა 70-85 მმ-ია, კუდი – 65-70 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა 20-25 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი და კისერი ზემოდან მომწვანო-რუხი აქვს, თხემზე შავი ღერძულა წინწკლებით. ზურგი მოწითალო-ჟანგისფერია, შავი ან ჟანგმიწისფერ-წენგოსფერი გასწვრივი ლაქებით. კუდზედა ბუმბულები წენგოსფერ-რუხია, მაგრამ ცენტრში მოწაბლისფრო ლაქები აქვთ. ფრთის საშუალო და დიდი მფარავები მუქი რქისფერია; პირველი რიგის მომქნევებს ლიმონისფერ-ყვითელი არშიები აქვთ; მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს და ფრთის დიდ მფარავებს – ფართო ჟანგისფერი არშიები საჭის ბუმბულები რქისფერია, მომწვანო-რუხი არშიებით. საჭის კიდურა ორ წყვილს დიდი თეთრი სოლისებური ფორმის ლაქები აქვთ. თვალებს ზემოთ ზოლები, ლოყები, კისრის გარდიგარდმო ზოლი, მკერდის უკანა ნაწილი, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები მკრთალი ლიმონისფერ-ყვითელია. ნისკარტიდან თვალებისა და ყურების გასწვრივ შავი ზოლები გადის. მკერდის წინა ნაწილი მომწვანო-რუხია; სხეულის გვერდებზე მურა წინწკლებია. ზრდასრული დედალი ზურგის მხარეს წენგოსფერ-ჟანგმიწისფერია, მკაფიო შავი და არამკაფიო ჟანგისფერი გასწვრივი ლაქებით. სხეულის ქვემო მხარე მკრთალი ლიმონისფერ-ყვითელია, ვიწრო მოშავო-მურა ღერძულა ზოლებით, განსაკუთრებით მკერდზე. ნისკარტზედა მუქი რქისფერია, ნისკარტქვედა – მოცისფრო, ფეხები – მურა-ხორცისფერი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ბოსტნის გრატა – E. c. cirlus Linn., 1766.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, წინა აზიასა და ევროპის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს. ჩრდილოეთით ვრცელდება ინგლისის სამხრეთ ნაწილამდე, დასავლეთით – მთელ ევროპაში, სამხრეთით ხმელთაშუა ზღვის კუნძულების ჩათვლით; აღმოსავლეთით – შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროებამდე. საქართველოში ცნობილია, როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი, მეტწილად სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს მთა-გორაკებიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისპირებში, აგრეთვე კულტურულ ლანდშაფტში – ბაღებში და პარკებში.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს აკეთებს მხოლოდ დედალი, ბუჩქებზე მიწასთან ახლოს. წელიწადში მრავლდება ორჯერ, ზოგან – სამჯერაც. პირველი ბუდობა მიმდინარეობს აპრილის ბოლოდან, ხოლო მეორე – ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ნაპოვნია ბუდობა სექტემბერშიც, რომელსაც მესამე ბუდობად მიიჩნევენ. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, მამალი კი ამ დროს კვებავს დედალს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ბაღის გრატა იკვებება მეტწილად მცენარეთა წვრილი თესლებით, აგრეთვე კენკრით, ხოლო ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების პერიოდში, მრავლად კენკავს ნაირგვარ მწერებსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით საერთოდ სასარგებლო ფრინველია. საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.