ევფემიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:

ევფემიზმის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს [[ვახტანგ VI]]-ის „ამირნასარიანის“ შემდეგი ადგილი:

ევფემიზმის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს [[ვახტანგ VI]]-ის „ამირნასარიანის“ შემდეგი ადგილი:

::კბილი ჩასცვივდა სიზმარში, ხალიფა სჭვრეტდა მძინარი,

::კბილი ჩასცვივდა სიზმარში, ხალიფა სჭვრეტდა მძინარი,

ხაზი 9: ხაზი 10:

::კვლავ სხვა მოიხმო. უბრძანა იგივე განახმობარე.

::კვლავ სხვა მოიხმო. უბრძანა იგივე განახმობარე.

::ჰკადრა: „მეფეა მოყვასთგან დღეგრძელობითა მჯობარე“.

::ჰკადრა: „მეფეა მოყვასთგან დღეგრძელობითა მჯობარე“

::ასი უბოძა წითელი, ბრძანებს პირველის მგმობარე,

::ასი უბოძა წითელი, ბრძანებს პირველის მგმობარე,

::თუმცა თუ ორთავ ერთი თქვეს, ეს უკეთ იყო მბობარე,

::თუმცა თუ ორთავ ერთი თქვეს, ეს უკეთ იყო მბობარე.

ორივე პასუხი ერთისა და იმავე შინაარსის შემცველია. განსხვავება მხოლოდ გადმოცემის ფორმაშია. პირველი ვეზირი უხეშად, პირდაპირ ეუბნება მეფეს: ვინც მოყვასი გყავს, ყველა შენს უწინ ამოგიწყდებაო. მეორე ამავე აზრს რბილი, სასიამოვნო ფორმით შეაპარებს: მოყვასთა შორის მეფე ყველაზე დღეგრძელიაო.

00:01, 15 ივლისი 2025-ის ვერსია

ევფემიზმი – (ბერძ. euphēmismos - კეთილმეტყველება, eu – კარგად phēmē – ვლაპარაკობ), უხეში, უსიამოვნო სიტყვებისა და გამოთქმების შერბილება, მათი შეცვლა უფრო მისაღები და სასიამოვნო სიტყვებითა და გამოთქმებით. ევფემიზმი ახლოსაა, ერთი მხრივ, სინონიმთან, ხოლო, მეორე მხრივ, მეტონიმიასთან. სინონიმის მსგავსად აქაც შინაარსით მსგავს, მაგრამ ფორმით განსხვავებულ სიტყვებთან გვაქვს საქმე, ხოლო მეტონიმიის მსგავსად აქაც საგნის გადასახელება ხდება.

ევფემიზმის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ვახტანგ VI-ის „ამირნასარიანის“ შემდეგი ადგილი:

კბილი ჩასცვივდა სიზმარში, ხალიფა სჭვრეტდა მძინარი,
ბრძენი მოიხმო ამხსნელი, მას უბრძანებდა მწყინარი,
„შენს უწინ ამოგიწყდება – ჰკადრა – მოყვასი ვინ არი“,
არგნით გალახა, გააგდო, დაჭმუნდა გაუცინარი.
კვლავ სხვა მოიხმო. უბრძანა იგივე განახმობარე.
ჰკადრა: „მეფეა მოყვასთგან დღეგრძელობითა მჯობარე“
ასი უბოძა წითელი, ბრძანებს პირველის მგმობარე,
თუმცა თუ ორთავ ერთი თქვეს, ეს უკეთ იყო მბობარე.

ორივე პასუხი ერთისა და იმავე შინაარსის შემცველია. განსხვავება მხოლოდ გადმოცემის ფორმაშია. პირველი ვეზირი უხეშად, პირდაპირ ეუბნება მეფეს: ვინც მოყვასი გყავს, ყველა შენს უწინ ამოგიწყდებაო. მეორე ამავე აზრს რბილი, სასიამოვნო ფორმით შეაპარებს: მოყვასთა შორის მეფე ყველაზე დღეგრძელიაო.

წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები