ჩხენკელი თამაზ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩხენკელი თამაზ“ გადაიტანა გვერდზე „თამაზ ჩხენკელი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჩხენკელი თამაზ''' − (1927 − 2010), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1952 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველსა პოემებში“ (1972). წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ანბანის კვლევაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები“ ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ-ი, ლექსები; რაბინდრანათ თაგორი − „გიტანჯალი”, „ბენგალია”, ინდური ეპოსი „ბჰაგავატგიტა”, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრება”, „ინდური საგალობლები”, „აღმოსავლური ლირიკა”, | + | [[ფაილი:Tamaz chxenkeli.JPG|thumb|თამაზ ჩხენკელი]] |
| + | '''ჩხენკელი თამაზ''' − (1927 − 2010), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1952 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველსა პოემებში“ (1972). წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ანბანის კვლევაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები“ ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ-ი, [[ლექსი|ლექსები]]; [[რაბინდრანათ თაგორი]] − „გიტანჯალი”, „ბენგალია”, ინდური ეპოსი „ბჰაგავატგიტა”, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრება”, „ინდური საგალობლები”, „აღმოსავლური ლირიკა”, [[ჰომეროსი]]ს „ოდისეა”, [[ფედერიკო გარსია ლორკა]]ს ლექსები, რუსული და ინგლისური [[პოეზია]] და სხვა. გამოცემული აქვს ლექსების კრებული − „სარკითა და სახითა” (2002). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თამაზ ჩხენკელის თარგმნები: ფედერიკო გარსია ლორკა | ||
| ხაზი 60: | ხაზი 61: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]] | [[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]] | ||
[[კატეგორია:ჩხენკელები]] | [[კატეგორია:ჩხენკელები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:11, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით
ჩხენკელი თამაზ − (1927 − 2010), ქართველი მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა-ფშაველსა პოემებში“ (1972). წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ანბანის კვლევაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები“ ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ-ი, ლექსები; რაბინდრანათ თაგორი − „გიტანჯალი”, „ბენგალია”, ინდური ეპოსი „ბჰაგავატგიტა”, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრება”, „ინდური საგალობლები”, „აღმოსავლური ლირიკა”, ჰომეროსის „ოდისეა”, ფედერიკო გარსია ლორკას ლექსები, რუსული და ინგლისური პოეზია და სხვა. გამოცემული აქვს ლექსების კრებული − „სარკითა და სახითა” (2002). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თამაზ ჩხენკელის თარგმნები: ფედერიკო გარსია ლორკა
- * * *
- ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა.
- თითქოს უეცრად და უნებურად
- ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა
- აანთეს ღამე წინანდებურად.
- ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი
- მე გავაღვიძე ხელის შევლებით
- და ძუძუები აყვავდნენ უცებ,
- ვით იასამნის თეთრი მტევნები.
- მისმა ხაბარდამ გახამებულმა
- შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა
- და აშრიალდა აბრეშუმივით,
- თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.
- დაუფერავნი ვერცხლის სევადით
- ხეები გახდნენ უფრო მაღლები
- და ცის შორეულ ჰორიზონტივით
- მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.
- როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს
- და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე
- გავშალე მისი დამძიმებული
- და მოელვარე თმების სინაზე.
- მან შემოიხსნა წელზე სარტყელი
- და გაიხადა ჭრელი ფარაგი,
- მე მოვისროლე ამოქარგული
- ჩემი ჯუბაჩა და იარაღი.
- არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს
- არა აქვთ კანი ისე ნატიფი,
- და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს
- განათებული ყვითლად სათიბი.
- გაელვებული სველი სინათლით
- და ასხლეტილი ცივი შეხებით,
- ბადეში გაბმულ კალმახებივით
- არ მიკარებდნენ მისი ფეხები.
- იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით
- უბადლო გზებზე შეუსვენებლივ,
- უუზანგებოდ და უაღვიროდ
- მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.
- ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა
- მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ,
- და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის,
- არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.
- როცა კოცნით და სილით მოსვრილი
- წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე,
- გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები
- ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს.
- ვით ნამდვილ ბოშას შეეფერება,
- მე უშურველი ვიყავ მისადმი
- მრეში ატლასის დიდი ზარდახშა
- ვაჩუქე ერთი ხელსაქმისათვის,
- მაგრამ მე იგი არ შევიყვარე,
- რადგან პასუხად სიტყვამისაგებს
- არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო,
- როცა მიმყავდა მდინარისაკენ.