ორლეანელი ქალწული (შილერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„ორლეანელი ქალწული“''' – გერმანელი დრამატურგის [[შილერი ფრი...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ana darki.PNG|მარჯვნივ|200პქ|]]
 
'''„ორლეანელი ქალწული“''' –  გერმანელი დრამატურგის [[შილერი ფრიდრიხ|ფრიდრიხ შილერი]]ს [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]], (1801).  
 
'''„ორლეანელი ქალწული“''' –  გერმანელი დრამატურგის [[შილერი ფრიდრიხ|ფრიდრიხ შილერი]]ს [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]], (1801).  
  
  
„ორლეანელი ქალწულის“  ფაბულა აგებულია ფრანგი ნაციონალური გმირის – [[ჟანა დ’არკი]]ს ისტორიაზე. დრამის [[სიუჟეტი|სიუჟეტს]] დიდი ლიტერატურული ისტორია ჰქონდა. XVII საუკუნეში ფრანგმა კლასიცისტმა შაპლენმა ხალხურ ლეგენდაზე შექმნა ჰეროიკული პოემა (La Pucelle ou la France delivree). შაპლენმა ჟანა დ’არკის ამბავი ფეოდალური მონარქიისა და [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] განდიდებისათვის გამოიყენა. [[ბუალო-დეპრეო ნიკოლა|ბუალო]]მ, [[რასინი ჟან ბატისტ|რასინმა]], [[ლაფონტენი ჟან დე|ლაფონტენმა]] და [[მოლიერი ჟან ბატისტ|მოლიერმა]] პოემა გააკრიტიკეს, [[ვოლტერი|ვოლტერმა]] კი
+
„ორლეანელი ქალწულის“  ფაბულა აგებულია ფრანგი ნაციონალური გმირის – [[ჟანა დ’არკი]]ს ისტორიაზე. დრამის [[სიუჟეტი|სიუჟეტს]] დიდი ლიტერატურული ისტორია ჰქონდა. XVII საუკუნეში ფრანგმა კლასიცისტმა შაპლენმა ხალხურ ლეგენდაზე შექმნა ჰეროიკული [[პოემა]] (La Pucelle ou la France delivree). შაპლენმა ჟანა დ’არკის ამბავი ფეოდალური მონარქიისა და [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] განდიდებისათვის გამოიყენა. [[ბუალო-დეპრეო ნიკოლა|ბუალო]]მ, [[რასინი ჟან ბატისტ|რასინმა]], [[ლაფონტენი ჟან დე|ლაფონტენმა]] და [[მოლიერი ჟან ბატისტ|მოლიერმა]] პოემა გააკრიტიკეს, [[ვოლტერი|ვოლტერმა]] კი
 
შაპლენის ნაწარმოებზე სატირული პოემა დაწერა, რომელშიც ჟანა დაამცირა. შილერი – „ორლეანელ ქალწულში“ − ჟანა დ’არკის რეაბილიტატორად გვევლინება. ჟანა დ’არკი სახალხო გმირია.  
 
შაპლენის ნაწარმოებზე სატირული პოემა დაწერა, რომელშიც ჟანა დაამცირა. შილერი – „ორლეანელ ქალწულში“ − ჟანა დ’არკის რეაბილიტატორად გვევლინება. ჟანა დ’არკი სახალხო გმირია.  
  
ხაზი 8: ხაზი 9:
  
 
ჟანა ტყვედ უვარდება მტერს, კოშკიდან ადევნებს თვალს ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ბრძოლას. იგი ნაწყენია თავის ხალხზე. მის დაჭერას წინ უძღოდა საკუთარი ხალხის განდგომა. ჟანამ უარი თქვა დაეფიცა, რომ მას ძალა მისცა ღმერთმა და არა ეშმაკმა. ჟანა თვლიდა, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, იმდენად წმინდა და
 
ჟანა ტყვედ უვარდება მტერს, კოშკიდან ადევნებს თვალს ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ბრძოლას. იგი ნაწყენია თავის ხალხზე. მის დაჭერას წინ უძღოდა საკუთარი ხალხის განდგომა. ჟანამ უარი თქვა დაეფიცა, რომ მას ძალა მისცა ღმერთმა და არა ეშმაკმა. ჟანა თვლიდა, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, იმდენად წმინდა და
კეთილშობილურია, არ სჭირდება სიწმინდის და სისუფთავის მტკიცება. მას ვერ გაუგო ვერავინ, მისმა შეყვარებულმა დიუნუამაც კი. [[კოშკი]]დან ჟანა ხედავს, რომ ფრანგები მარცხდებიან, წყვეტს ჯაჭვებს და
+
კეთილშობილურია, არ სჭირდება სიწმინდის და სისუფთავის მტკიცება. მას ვერ გაუგო ვერავინ, მისმა შეყვარებულმა დიუნუამაც კი. [[კოშკი]]დან ჟანა ხედავს, რომ ფრანგები მარცხდებიან, წყვეტს ჯაჭვებს და [[ბრძოლის ველი|ბრძოლის ველზე]] თავისიანებს შეუერთდება. ჟანას გამოჩენა ძალას შემატებს ფრანგებს და ეს ცვლის ბრძოლის შედეგს. ჟანა სასიკვდილოდ დაჭრილია, მაგრამ ბედნიერია, რომ ხალხმა მიიღო და აღიარა. გმირმა უნდა იბრძოლოს არა ინდივიდუალური მისწრაფებებისათვის, არამედ ხალხის თავისუფლებისათვის.
[[ბრძოლის ველი|ბრძოლის ველზე]] თავისიანებს შეუერთდება. ჟანას გამოჩენა ძალას შემატებს ფრანგებს და ეს ცვლის ბრძოლის შედეგს. ჟანა სასიკვდილოდ დაჭრილია, მაგრამ ბედნიერია, რომ ხალხმა მიიღო და აღიარა. გმირმა უნდა იბრძოლოს არა ინდივიდუალური მისწრაფებებისათვის, არამედ ხალხის თავისუფლებისათვის.
+
  
 
შილერმა შემოიტანა [[დრამის თეორია]]ში ტრაგიკული დანაშაულის ცნება, რომელიც [[არისტოტელეს პოეტიკა|არისტოტელეს „პოეტიკაში“]] მინიშნებით არსებობს. ტრაგიკული გმირი არ შეიძლება სრულიად უდანაშაულო იყოს. შილერს სურს თქვას, რომ ყოველი გმირი თავის ტრაგედიაში თავადვეა დამნაშავე. ორლეანელი ქალწულიც დამნაშავეა. განსხვავებით თავისი სხვა ნაწარმოებებისგან, აქ შილერს შემოაქვს მისტიკური, ჯადოსნური მომენტი – სასწაული. ჟანა, მართლაც, ღვთაებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. დაისმის კითხვა, რატომ განუდგა, გარკვეულ მომენტში, ჟანას ღვთისმშობელი, ზეციური ძალა. იმიტომ რომ, ჟანამ თავის მოწოდებას უღალატა – ლიონელი შეუყვარდა და დაინდო. [[ეპისკოპოსი]] ეუბნება, თქვი, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ გულის
 
შილერმა შემოიტანა [[დრამის თეორია]]ში ტრაგიკული დანაშაულის ცნება, რომელიც [[არისტოტელეს პოეტიკა|არისტოტელეს „პოეტიკაში“]] მინიშნებით არსებობს. ტრაგიკული გმირი არ შეიძლება სრულიად უდანაშაულო იყოს. შილერს სურს თქვას, რომ ყოველი გმირი თავის ტრაგედიაში თავადვეა დამნაშავე. ორლეანელი ქალწულიც დამნაშავეა. განსხვავებით თავისი სხვა ნაწარმოებებისგან, აქ შილერს შემოაქვს მისტიკური, ჯადოსნური მომენტი – სასწაული. ჟანა, მართლაც, ღვთაებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. დაისმის კითხვა, რატომ განუდგა, გარკვეულ მომენტში, ჟანას ღვთისმშობელი, ზეციური ძალა. იმიტომ რომ, ჟანამ თავის მოწოდებას უღალატა – ლიონელი შეუყვარდა და დაინდო. [[ეპისკოპოსი]] ეუბნება, თქვი, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ გულის

მიმდინარე ცვლილება 10:52, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით

Ana darki.PNG

„ორლეანელი ქალწული“ – გერმანელი დრამატურგის ფრიდრიხ შილერის დრამა, (1801).


„ორლეანელი ქალწულის“ ფაბულა აგებულია ფრანგი ნაციონალური გმირის – ჟანა დ’არკის ისტორიაზე. დრამის სიუჟეტს დიდი ლიტერატურული ისტორია ჰქონდა. XVII საუკუნეში ფრანგმა კლასიცისტმა შაპლენმა ხალხურ ლეგენდაზე შექმნა ჰეროიკული პოემა (La Pucelle ou la France delivree). შაპლენმა ჟანა დ’არკის ამბავი ფეოდალური მონარქიისა და კათოლიკური ეკლესიის განდიდებისათვის გამოიყენა. ბუალომ, რასინმა, ლაფონტენმა და მოლიერმა პოემა გააკრიტიკეს, ვოლტერმა კი შაპლენის ნაწარმოებზე სატირული პოემა დაწერა, რომელშიც ჟანა დაამცირა. შილერი – „ორლეანელ ქალწულში“ − ჟანა დ’არკის რეაბილიტატორად გვევლინება. ჟანა დ’არკი სახალხო გმირია.

შილერის მიხედვით, ჟანას ამბავი დიდი პიროვნების ტრაგედიაა, რომელსაც ვერ გაუგეს, რომელიც ვერ დააფასა თანამედროვეობამ. დრამატული ნაწარმოების მთავარი პრობლემაა ურთიერთდამოკიდებულება გმირსა და საზოგადოებას შორის. ჟანა შილერთან გმირი-პიროვნებაა, რომელიც დიდ საზოგადოებრივ საქმეს სჩადის. იგი მაღლდება თავის თანამედროვე საზოგადოებაზე. ჟანა ცხოვრობს თავისი წრის ინტერესებით, მაგრამ აზროვნებს მთელი ნაციის მასშტაბით. იგი თავს თვლის ადამიანად, რომელიც ციურმა ძალებმა დასაღუპად განწირული ხალხის გადასარჩენად აირჩიეს. შილერი ხაზს უსვამს, რომ არც მეფეს და არც თავადებს არ შეუძლიათ გადაარჩინონ ქვეყანა დაღუპვას. მხოლოდ ხალხის ცოცხალ ძალას, რომლის განსახიერებაა ჟანა, შესწევს ამის უნარი. მისი არავის ესმის, მამასაც კი. თავად ჟანაშიც არის წინააღმდეგობები და ეჭვი, მან გმირობის ჩასადენად, მთლიანად უნდა უარყოს თავისი ცხოვრება. ბედისწერა გამოცდას უმზადებს. მას შეუყვარდება მტრის ბანაკიდან ინგლისელი რაინდი – ლიონელი. ბრძოლაში დაამარცხებს ლიონელს, მაგრამ არ კლავს და ცოცხალს უშვებს. ჟანაში მამაკაცისადმი სიყვარულის გრძნობა იმარჯვებს. იგი აცნობიერებს, რომ ეს საქციელი ეწინააღმდეგება მოვალეობას. განდგომა მოვალეობისაგან ჟანას სულს სტანჯავს. მასში არსებული წინააღმდეგობები, ეჭვები, გრძნობასა და მოვალეობას შორის დაპირისპირება უკარგავს შინაგან რწმენას და ძალას, რომელიც სჭირდება თავისი ხალხის გათავისუფლებისათვის.

ჟანა ტყვედ უვარდება მტერს, კოშკიდან ადევნებს თვალს ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ბრძოლას. იგი ნაწყენია თავის ხალხზე. მის დაჭერას წინ უძღოდა საკუთარი ხალხის განდგომა. ჟანამ უარი თქვა დაეფიცა, რომ მას ძალა მისცა ღმერთმა და არა ეშმაკმა. ჟანა თვლიდა, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, იმდენად წმინდა და კეთილშობილურია, არ სჭირდება სიწმინდის და სისუფთავის მტკიცება. მას ვერ გაუგო ვერავინ, მისმა შეყვარებულმა დიუნუამაც კი. კოშკიდან ჟანა ხედავს, რომ ფრანგები მარცხდებიან, წყვეტს ჯაჭვებს და ბრძოლის ველზე თავისიანებს შეუერთდება. ჟანას გამოჩენა ძალას შემატებს ფრანგებს და ეს ცვლის ბრძოლის შედეგს. ჟანა სასიკვდილოდ დაჭრილია, მაგრამ ბედნიერია, რომ ხალხმა მიიღო და აღიარა. გმირმა უნდა იბრძოლოს არა ინდივიდუალური მისწრაფებებისათვის, არამედ ხალხის თავისუფლებისათვის.

შილერმა შემოიტანა დრამის თეორიაში ტრაგიკული დანაშაულის ცნება, რომელიც არისტოტელეს „პოეტიკაში“ მინიშნებით არსებობს. ტრაგიკული გმირი არ შეიძლება სრულიად უდანაშაულო იყოს. შილერს სურს თქვას, რომ ყოველი გმირი თავის ტრაგედიაში თავადვეა დამნაშავე. ორლეანელი ქალწულიც დამნაშავეა. განსხვავებით თავისი სხვა ნაწარმოებებისგან, აქ შილერს შემოაქვს მისტიკური, ჯადოსნური მომენტი – სასწაული. ჟანა, მართლაც, ღვთაებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. დაისმის კითხვა, რატომ განუდგა, გარკვეულ მომენტში, ჟანას ღვთისმშობელი, ზეციური ძალა. იმიტომ რომ, ჟანამ თავის მოწოდებას უღალატა – ლიონელი შეუყვარდა და დაინდო. ეპისკოპოსი ეუბნება, თქვი, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ გულის სიღრმეში ჟანას ესმის, რომ დამნაშავეა. ამიტომაც ჟანას დასჯა, მისი ტრაგედია გამართლებულია. შილერი „ორლეანელ ქალწულში“ არ ცდილობს სოციალური მიზეზების წარმოჩენას.

მაკა ვასაძე

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები