ტრილოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტრილოგია''' – (ბერძ. τριλογία), დრამატურგიაში – სამი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]], გაერთიანებული საერთო იდეით, [[სიუჟეტი]]თ, მოქმედი პირებით, ავტორის ჩანაფიქრით. ამასთანავე, ტრილოგიაში შემავალი ყოველი პიესა წარმოადგენს დამოუკიდებელ, დასრულებულ ნაწარმოებს.  
+
'''ტრილოგია''' – (ბერძ. τριλογία), [[დრამატურგია]]ში – სამი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]], გაერთიანებული საერთო იდეით, [[სიუჟეტი]]თ, მოქმედი პირებით, ავტორის ჩანაფიქრით. ამასთანავე, ტრილოგიაში შემავალი ყოველი პიესა წარმოადგენს დამოუკიდებელ, დასრულებულ ნაწარმოებს.  
  
ტრილოგიის ფორმა წარმოიშვა [[ძველბერძნული თეატრი|ძველბერძნულ თეატრში]], [[დიონისე]]ს დღესასწაულებზე, როცა იმართებოდა პოეტთა და დრამატურგთა შეჯიბრებები და დრამატურგს სწორედ ტრილოგია უნდა წარმოედგინა. მთლიანად შემორჩენილია მხოლოდ [[ესქილე]]ს ტრილოგია „ორესტეა“. მასში შევიდა: „აგამემნონი“, „ქოეფორები“, „ევმენიდები“. ძველბერძნულ თეატრში ტრილოგიას ჩვეულებრივ ემატებოდა ე.წ. [[სატირების დრამა]], რომელიც მასთან ერთად შეადგენდა [[ტეტრალოგია]]ს.  
 
მიმდინარე ცვლილება 14:20, 4 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ტრილოგია – (ბერძ. τριλογία), დრამატურგიაში – სამი პიესა, გაერთიანებული საერთო იდეით, სიუჟეტით, მოქმედი პირებით, ავტორის ჩანაფიქრით. ამასთანავე, ტრილოგიაში შემავალი ყოველი პიესა წარმოადგენს დამოუკიდებელ, დასრულებულ ნაწარმოებს.

ტრილოგიის ფორმა წარმოიშვა ძველბერძნულ თეატრში, დიონისეს დღესასწაულებზე, როცა იმართებოდა პოეტთა და დრამატურგთა შეჯიბრებები და დრამატურგს სწორედ ტრილოგია უნდა წარმოედგინა. მთლიანად შემორჩენილია მხოლოდ ესქილეს ტრილოგია „ორესტეა“. მასში შევიდა: „აგამემნონი“, „ქოეფორები“, „ევმენიდები“. ძველბერძნულ თეატრში ტრილოგიას ჩვეულებრივ ემატებოდა ე.წ. სატირების დრამა, რომელიც მასთან ერთად შეადგენდა ტეტრალოგიას.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები