ბაჟანი მიკოლა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიკოლა ბაჟანი“ გადაიტანა გვერდზე „ბაჟანი მიკოლა“ გადამისამარ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Mikola baJani.png|thumb|მიკოლა ბაჟანი]] | ||
'''მიკოლა ბაჟანი''' − (დ. 9 ოქტომბერი (26 სექტემბერი), 1904, კამენეც-პოდოლსკი, ხმელნიცკის ოლქი — გ. 23 ნოემბერი, 1983, კიევი), უკრაინელი პოეტი-აკადემიკოსი, წლების მანძილზე [[უკრაინა|უკრაინის]] მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1968 წლიდან სსრ კავშირის მწერალთა კავშირის მდივანი, პირველი უკრაინული [[ენციკლოპედია|ენციკლოპედიის]] მთავარი რედაქტორი, უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, უკრაინის სსრ შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, ლენინის სამი ორდენის და სხვა ორდენების კავალერი, სოციალისტური შრომის გმირი, „დავითიანის“ და „ვეფხისტყაოსნის“ უკრაინულ ენაზე მთარგმნელი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი]] (1966). | '''მიკოლა ბაჟანი''' − (დ. 9 ოქტომბერი (26 სექტემბერი), 1904, კამენეც-პოდოლსკი, ხმელნიცკის ოლქი — გ. 23 ნოემბერი, 1983, კიევი), უკრაინელი პოეტი-აკადემიკოსი, წლების მანძილზე [[უკრაინა|უკრაინის]] მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1968 წლიდან სსრ კავშირის მწერალთა კავშირის მდივანი, პირველი უკრაინული [[ენციკლოპედია|ენციკლოპედიის]] მთავარი რედაქტორი, უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, უკრაინის სსრ შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, ლენინის სამი ორდენის და სხვა ორდენების კავალერი, სოციალისტური შრომის გმირი, „დავითიანის“ და „ვეფხისტყაოსნის“ უკრაინულ ენაზე მთარგმნელი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი]] (1966). | ||
| ხაზი 7: | ხაზი 8: | ||
[[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინი]]ს, ნავოის, მაიაკოვსკის, მიცკევიჩის პოეტურ ნაწარმოებთა თარგმანების გვერდით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიკოლა ბაჟანის მიერ [[გურამიშვილი დავით|გურამიშვილი]]ს „[[დავითიანი]]სა“ და [[რუსთაველი შოთა|რუსთაველის]] „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, 1966 წელს, შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, მიკოლა ბაჟანს „ვეფხისტყაოსანის“ უკრაინულ ენაზე თარგმნისათვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. | [[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინი]]ს, ნავოის, მაიაკოვსკის, მიცკევიჩის პოეტურ ნაწარმოებთა თარგმანების გვერდით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიკოლა ბაჟანის მიერ [[გურამიშვილი დავით|გურამიშვილი]]ს „[[დავითიანი]]სა“ და [[რუსთაველი შოთა|რუსთაველის]] „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, 1966 წელს, შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, მიკოლა ბაჟანს „ვეფხისტყაოსანის“ უკრაინულ ენაზე თარგმნისათვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. | ||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:უკრაინელი პოეტები]] | [[კატეგორია:უკრაინელი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:უკრაინელი მთრგმნელები]] | [[კატეგორია:უკრაინელი მთრგმნელები]] | ||
[[კატეგორია:უკრაინის მწერალთ კავშირის თავმჯდომარეები]] | [[კატეგორია:უკრაინის მწერალთ კავშირის თავმჯდომარეები]] | ||
[[კატეგორია:წითელი დროშის ორდენის კავალრები]] | [[კატეგორია:წითელი დროშის ორდენის კავალრები]] | ||
| − | [[კატეგორია:სოციალისტური შრომის გმირები | + | [[კატეგორია:სოციალისტური შრომის გმირები]] |
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები]] | ||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]] | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]] | ||
[[კატეგორია:ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები]] | [[კატეგორია:ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები]] | ||
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]] | [[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ლენინის ორდენის კავალრები]] |
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:04, 11 აგვისტო 2025 მდგომარეობით
მიკოლა ბაჟანი − (დ. 9 ოქტომბერი (26 სექტემბერი), 1904, კამენეც-პოდოლსკი, ხმელნიცკის ოლქი — გ. 23 ნოემბერი, 1983, კიევი), უკრაინელი პოეტი-აკადემიკოსი, წლების მანძილზე უკრაინის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1968 წლიდან სსრ კავშირის მწერალთა კავშირის მდივანი, პირველი უკრაინული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, უკრაინის სსრ შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, ლენინის სამი ორდენის და სხვა ორდენების კავალერი, სოციალისტური შრომის გმირი, „დავითიანის“ და „ვეფხისტყაოსნის“ უკრაინულ ენაზე მთარგმნელი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1966).
დაიბადა 1904 წელს უკრაინის ქალაქ კამენეცკ-პოდოლსკში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, სწავლა-განათლება მიიღო უმანის გიმნაზიასა და საგარეო ურთიერთობათა კიევის ინსტიტუტში, პირველი პოეტური ნაწარმოებები გამოაქვეყნა 1923 წელს, ლექსების პირველი კრებული სამოქალაქო ომის, თემაზე 1926 წელს გამოსცა.
მიკოლა ბაჟანის შემოქმედება მრავალმხრივია ჟანრობრივად: მუშაობდა პროზაში, პოეზიაში, პუბლიცისტიკაში, პოეტური თარგმანის დარგში. ბაჟანის კალამს ეკუთვნის ლირიკულ ლექსთა კრებულები: „მეჩვიდმეტე პატრული“, (1926), „იამბი“ (1940), „კიევური ეტიუდები“ (1945), „სპარსულ კოშკებთან“ (1952), „მიცკევიჩი ოდესაში“ (1957), პოემები: „ჰამლეტის სიკვდილი“ (1932), „ვნებათა ტრილოგია (1933), „უკვდავება“ (1937), „გაფრენა გრიგალში“ (1964), პოეტური ციკლები ხალხთა მეგობრობის თემაზე — „ქართული ლექსები“, „უზბეკური ლექსები“, „ინგლისური შთაბეჭდილებანი“ — კრებული მსოფლიო მშვიდობის თემაზე; ცალკე სახსენებელია პოეტის ომისდროინდელი ნაწარმოებები: „ფიცი“, „დანიელ გალიცკი“ და „სტალინგრადული რვეული“, რომელიც 1946 წელს პრემიით აღინიშნა. ბაჟანის კალამს ეკუთვნის აგრეთვე პროზაული ნაწარმოებები: „ოთხი მოთხრობა იმედზე“, ლიტერატურული და პუბლიცისტური წერილები.
პუშკინის, ნავოის, მაიაკოვსკის, მიცკევიჩის პოეტურ ნაწარმოებთა თარგმანების გვერდით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიკოლა ბაჟანის მიერ გურამიშვილის „დავითიანისა“ და რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, 1966 წელს, შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, მიკოლა ბაჟანს „ვეფხისტყაოსანის“ უკრაინულ ენაზე თარგმნისათვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
[რედაქტირება] წყარო
- უკრაინელი პოეტები
- უკრაინელი მთრგმნელები
- უკრაინის მწერალთ კავშირის თავმჯდომარეები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები
- საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები