ყანჩელი გია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Gia yanCeli.PNG|thumb|გია ყანჩელი]] | [[ფაილი:Gia yanCeli.PNG|thumb|გია ყანჩელი]] | ||
| − | '''გია ყანჩელი''' − (10 აგვისტო 1935 | + | '''გია ყანჩელი''' − (10 აგვისტო 1935 – 2 ოქტომბერი 2019, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. საქართველოს (1980) და სსრკ (1988) სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977), [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის]] (1981) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. რუსეთის დამოუკიდებელი პრემიის „ტრიუმფის“ მფლობელი (1998). |
1963 დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორია]] ([[იონა ტუსკია|ი. ტუსკია]]ს საკომპოზიციო კლასი), 1971-78 თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1972-იდან განაგებდა თბილისის რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუსიკალურ ნაწილს. 1979 [[საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი|საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი]]ს მდივანი, 1984-90 პირველი მდივანი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა [[სიმფონია|სიმფონიებით]] (I-VII, 1967-86), რომელთა [[მუსიკა]] გამოირჩევა ამაღლებული ლირიკით, დინამიკურობით და თვითმყოფი დრამატურგიით. | 1963 დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორია]] ([[იონა ტუსკია|ი. ტუსკია]]ს საკომპოზიციო კლასი), 1971-78 თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1972-იდან განაგებდა თბილისის რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუსიკალურ ნაწილს. 1979 [[საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი|საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი]]ს მდივანი, 1984-90 პირველი მდივანი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა [[სიმფონია|სიმფონიებით]] (I-VII, 1967-86), რომელთა [[მუსიკა]] გამოირჩევა ამაღლებული ლირიკით, დინამიკურობით და თვითმყოფი დრამატურგიით. | ||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | + | [[კატეგორია:საბჭოთა კომპოზიტორები]] |
| + | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები]] | ||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:ყანჩელები]] | [[კატეგორია:ყანჩელები]] | ||
14:06, 12 აგვისტო 2025-ის ვერსია
გია ყანჩელი − (10 აგვისტო 1935 – 2 ოქტომბერი 2019, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს (1980) და სსრკ (1988) სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977), შოთა რუსთაველის სახელობის (1981) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. რუსეთის დამოუკიდებელი პრემიის „ტრიუმფის“ მფლობელი (1998).
1963 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი), 1971-78 თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1972-იდან განაგებდა თბილისის რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუსიკალურ ნაწილს. 1979 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, 1984-90 პირველი მდივანი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სიმფონიებით (I-VII, 1967-86), რომელთა მუსიკა გამოირჩევა ამაღლებული ლირიკით, დინამიკურობით და თვითმყოფი დრამატურგიით.
სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: ოპერა „და არს მუსიკა“ (1984, თბ. ოპერის თეატრი. 1999 დაიდგა გერმანიაში ქ. ვაიმარში), კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962), Largo და Allegro სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963), „სევდა ნათელი“ (ბიჭუნათა გუნდის, 2 სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის, 1985), ლიტურგია („ქარით დატირებული“) სიმფონიური ორკესტრისა და სოლო ალტისათვის (1989), სიმფონიური ნაწარმოებები: „სიცოცხლე შობის გარეშე“, „Lament“ (1995), „Styx“ (1999) და სხვ., მუსიკა სპექტაკლებისათვის „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ (რუსთაველის სახ. თეატრის დადგმები), კონოფილმებისთვის („არ იდარდო“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ქვევრი“ „მიმინო“, „შერეკილები“), საესტრადო სიმღერები და სხვ.
1990-იდან ცხოვრობს საზღვარგარეთ (გერმანიაში, შემდეგ ბელგიაში)]]. საზღვარგარეთ დაწერა მთელი რიგი ნაწარმოებები: „სიცოცხლე აღდგომის გარეშე“ (ბიბლიურ ტექსტებზე) 4 ნაწილად (სიმებიანი ორკესტრის, საქსოფონისა და სოპრანოსათვის), „ლამენტო“ (ვიოლინოს, სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის), „დუდუკის მიბაძვა“ (ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის), სავიოლინო კონცერტი, სავიოლონჩელო კონცერტი და სხვ. ყანჩელი თანამედროვე ქართული მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება პოვა.