თაბუკაშვილი რევაზ
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Revaz tabukashvili.JPG|thumb|150პქ|რევაზ თაბუკაშვილი ]] | [[ფაილი:Revaz tabukashvili.JPG|thumb|150პქ|რევაზ თაბუკაშვილი ]] | ||
| − | ''' | + | '''რევაზ თაბუკაშვილი''' — (დ. 2 აგვისტო, 1927, [[თბილისი]] − გ. 5 აგვისტო, 1990, იქვე), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი — პოეტი და დრამატურგი, კინოსცენარისტი და კინორეჟისორი; ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1981). |
| + | დაიბადა თბილისში 1927 წელს, ცნობილი მთარგმნელისა და ლიტერატორის, შალვა თაბუკაშვილის ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1949 წელს, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი; ლიტერატურითა და ხელოვნებით გატაცებულს დიპლომატიურ სამუშაოზე აღარ უმუშავია. | ||
| − | + | რევაზ თაბუკაშვილი საინტერესო პიროვნება და მრავალმხრივი შემოქმედია. | |
| + | |||
| + | ბავშვობიდანვე წერდა და აქვეყნებდა [[ლექსი|ლექსებს]], ოსტატურად ფლობდა ლექსს, რაც იმით დაგვირგვინდა, რომ მოწიფულობაში თარგმნა [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს [[სონეტი|სონეტების]] სრული კრებული. | ||
| + | |||
| + | დაწერა პიესები, რომლებიც წარმატებით დაიდგა ჩვენს თეატრებში: „ამხანაგი გიორგი“ („რაიკომის მდივანი“) 1953 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, „დენბურგის ზარი“ 1970 წელს რუსთაველის სახელობის თეატრში, „დაბადება“ 1977 წელს რუსთავის თეატრში და სხვ. | ||
| + | |||
| + | დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის „წარსული ზაფხული“ და „ჯვარცმული კუნძული“, „მზე შემოდგომისა“, და „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან“, [[ლიბრეტო]]ები ოპერებისათვის „მინდია“ და „ქაჯანა“. | ||
| + | |||
| + | განსაკუთრებულად დიდი წარმატება ხვდა წილად რევაზ თაბუკაშვილს როგორც კინოდოკუმენტალისტს. ადრე შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ფილმების კვალდაკვალ („პირველად იყო სიტყვა“ და „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“) შექმნა კინოდილოგია იტალიის წინააღმდეგობის გმირის, ფორე მოსულიშვილისა და ქართველი მამულიშვილის, ცნობილი ქართველი მეცნიერის, მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავსაც იტალიაში თავად მიაკვლია და საქართველოში პირადად ჩამოასვენა. | ||
| + | |||
| + | 1981 წელს რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილს მორიგი კინოდილოგიისათვის „ქართველები იტალიაში“ („კვალი ნათელი“ და „ალპური ვარსკვლავი“) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. | ||
| + | |||
| + | რევაზ თაბუკაშვილი გარდაიცვალა 1990 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[რუსთაველის პრემიის ლაურეატები ]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]] | [[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა რეჟისორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი სცენარისტები]] | [[კატეგორია:ქართველი სცენარისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:თაბუკაშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 10:36, 14 აგვისტო 2025 მდგომარეობით
რევაზ თაბუკაშვილი — (დ. 2 აგვისტო, 1927, თბილისი − გ. 5 აგვისტო, 1990, იქვე), ქართველი მწერალი — პოეტი და დრამატურგი, კინოსცენარისტი და კინორეჟისორი; ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
დაიბადა თბილისში 1927 წელს, ცნობილი მთარგმნელისა და ლიტერატორის, შალვა თაბუკაშვილის ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1949 წელს, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი; ლიტერატურითა და ხელოვნებით გატაცებულს დიპლომატიურ სამუშაოზე აღარ უმუშავია.
რევაზ თაბუკაშვილი საინტერესო პიროვნება და მრავალმხრივი შემოქმედია.
ბავშვობიდანვე წერდა და აქვეყნებდა ლექსებს, ოსტატურად ფლობდა ლექსს, რაც იმით დაგვირგვინდა, რომ მოწიფულობაში თარგმნა შექსპირის სონეტების სრული კრებული.
დაწერა პიესები, რომლებიც წარმატებით დაიდგა ჩვენს თეატრებში: „ამხანაგი გიორგი“ („რაიკომის მდივანი“) 1953 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, „დენბურგის ზარი“ 1970 წელს რუსთაველის სახელობის თეატრში, „დაბადება“ 1977 წელს რუსთავის თეატრში და სხვ.
დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის „წარსული ზაფხული“ და „ჯვარცმული კუნძული“, „მზე შემოდგომისა“, და „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან“, ლიბრეტოები ოპერებისათვის „მინდია“ და „ქაჯანა“.
განსაკუთრებულად დიდი წარმატება ხვდა წილად რევაზ თაბუკაშვილს როგორც კინოდოკუმენტალისტს. ადრე შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ფილმების კვალდაკვალ („პირველად იყო სიტყვა“ და „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“) შექმნა კინოდილოგია იტალიის წინააღმდეგობის გმირის, ფორე მოსულიშვილისა და ქართველი მამულიშვილის, ცნობილი ქართველი მეცნიერის, მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავსაც იტალიაში თავად მიაკვლია და საქართველოში პირადად ჩამოასვენა.
1981 წელს რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილს მორიგი კინოდილოგიისათვის „ქართველები იტალიაში“ („კვალი ნათელი“ და „ალპური ვარსკვლავი“) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
რევაზ თაბუკაშვილი გარდაიცვალა 1990 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.