მირონი (მოქანდაკე)
(ახალი გვერდი: '''მირონი''' – (ბერძნ. Μύρων), ძვ. წ. V ს. მეორე მეოთხედის ბრწყინვალე მ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | ||
[[კატეგორია:ძველი ბერძენი მოქანდაკეები]] | [[კატეგორია:ძველი ბერძენი მოქანდაკეები]] | ||
| + | [[კატეგორია:მირონი]] | ||
13:25, 23 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
მირონი – (ბერძნ. Μύρων), ძვ. წ. V ს. მეორე მეოთხედის ბრწყინვალე მოქანდაკე დაა „ადრეული კლასიკის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი. მირონი წარმოშობით ელევთერიდან იყო, მაგრამ ძირითადად ათენში მუშაობდა. მის მასწავლებლად აგელადესი ითვლება. როგორც ცნობილია, მირონი ძირითადად ბრინჯაოსაგან ქმნიდა ქანდაკებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ გვიანდელი რომაული მარმარილოს ასლების სახით შემოგვრჩა.
მირონი ერთ-ერთი იმ მოქანდაკეთაგანია, ვინც თავის შემოქმედებაში დაძლია არქაიკის პირობითობა: მოძრაობის შებოჭილობა, სილუეტის კუთხოვანება, სხეულის ცალკეული ნაწილების სიმკვეთრე და ბუნებრივად გადმოსცა ადამიანის ფიგურა მძაფრ მოძრაობაში. კლასიკის სახასიათო ყოველმხრივ. განვითარებული ადამიანის იდეალი მან აქტიურ მოქმედებაში მყოფი პიროვნების გამოსახვით განახორციელა.
მირონის ქანდაკებებიდან მათ შორის ყველაზე სახელგანთქმულია მორბენალი დილასი, ათენა და მარსიასი, დისკობოლი და ა. შ.
მირონის ნამუშევრებს შორის ასახელებენ ძროხის ბრინჯაოს გამოსახულებას, რომელსაც ბერძენმა მწერლებმა არაერთი ეპიგრამა მიუძვნეს.
- ფრ. 205
- მომწყემსე ჯოგი, შორს მომწყემსე, ოღონდ მირონის
- ამ ერთ ბოჩოლას მოუსვენარს და ვითა ცოცხალს
- ნუ გამოირეკ ხარებთან ერთად.
- ფრ. 206
- არ ჩამოუსხამთ [ქანდაკება] ფურის ყალიბში,
- არამედ ძველი სპილენძისგან შექმნილი არის
- და ჰა, გვატყუებს ყოვლისშემძლე ხელით მირონი...
- ანაკრეონტი