დემონები
| (ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Ritoni. demonis Tavi.jpg|thumb|'''რიტონი დემონის თავის გამოსახულებით'''<br /> (ძვ. წ. IV ს.), რომი, ვატიკანის მუზეუმი]] | + | [[ფაილი:Ritoni. demonis Tavi.jpg|thumb|'''[[რიტონი]] დემონის თავის გამოსახულებით'''<br /> (ძვ. წ. IV ს.), რომი, ვატიკანის მუზეუმი]] |
'''დემონები''' – ''(ბერძნ.)'' ღვთაებრივი არსებები, რომლებიც იმით განსხვავდებოდნენ [[ღმერთი|ღმერთებისაგან]], რომ მათ ადამიანური ([[ანთროპომორფიზმი|ანთროპომორფული]]) სახე არ ჰქონდათ. ძველ ბერძენთა [[ფანტაზია]] ყველა აუხსნელ და მძვინვარე მოვლენათა შემოქმედად დემონებს მიიჩნევდა. უძველესი წარმოდგენების თანახმად, დემონური იყო მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, [[ქარიშხალი]], გვალვა, ეპიდემია და სხვა უბედობანი. [[ჰომეროსი]] ყველა საბედისწერო მოვლენას დემონურს (დაიმონიოს) უწოდებს. | '''დემონები''' – ''(ბერძნ.)'' ღვთაებრივი არსებები, რომლებიც იმით განსხვავდებოდნენ [[ღმერთი|ღმერთებისაგან]], რომ მათ ადამიანური ([[ანთროპომორფიზმი|ანთროპომორფული]]) სახე არ ჰქონდათ. ძველ ბერძენთა [[ფანტაზია]] ყველა აუხსნელ და მძვინვარე მოვლენათა შემოქმედად დემონებს მიიჩნევდა. უძველესი წარმოდგენების თანახმად, დემონური იყო მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, [[ქარიშხალი]], გვალვა, ეპიდემია და სხვა უბედობანი. [[ჰომეროსი]] ყველა საბედისწერო მოვლენას დემონურს (დაიმონიოს) უწოდებს. | ||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. მოგვიანებით განასხვავებდნენ მტრულ დემონებსა და კეთილ დემონებს-სულებს, რომლებიც ბოროტებათაგან იფარავდნენ ადამიანს. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი დემონი, რომელიც მას წინამძღვრობდა. | ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. მოგვიანებით განასხვავებდნენ მტრულ დემონებსა და კეთილ დემონებს-სულებს, რომლებიც ბოროტებათაგან იფარავდნენ ადამიანს. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი დემონი, რომელიც მას წინამძღვრობდა. | ||
| − | [[რომი|რომში]] დემონებს აიგივებდნენ [[გენიუსი|გენიუსთან]] (გენია). მას შემდეგ, რაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობამ]] დაჩრდილა [[ოლიმპიური პანთეონი|ოლიმპიური რელიგია]], რწმენა დემონების არსებობისა არ გამქრალა (ქაჯები, [[ალ-ი|ალები]], წყლის კაცები და სხვა). ქრისტიანობამ ყველა წარმართული დემონი ეშმაკეულად შერაცხა. | + | [[რომი|რომში]] დემონებს აიგივებდნენ [[გენიუსი|გენიუსთან]] (გენია). მას შემდეგ, რაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობამ]] დაჩრდილა [[ოლიმპიური პანთეონი|ოლიმპიური რელიგია]], რწმენა დემონების არსებობისა არ გამქრალა ([[ქაჯი|ქაჯები]], [[ალ-ი|ალები]], წყლის კაცები და სხვა). ქრისტიანობამ ყველა წარმართული დემონი ეშმაკეულად შერაცხა. |
| + | [[ფაილი:Satana.jpg|thumb|150პქ|გუსტავ დორე. სატანა, ილუსტრაცია]] | ||
| + | ==== ძველი ეგვიპტე ==== | ||
| + | ეგვიპტელებს სწამდათ არსებების, რომლებიც ღმერთებს და ადამიანებს შორის მოიაზრებოდნენ და გარკვეული ძალებით იყვნენ დაჯილდოებულნი. სპეციალური სიტყვა მათი სახელისათვის არ იყო. მოიხსენიებოდნენ, როგორც წითელთვალიანები, თეთრკბილებიანები და სხვ. წერისას უსვამდნენ ღმერთის დეტერმინატივს. ყველაზე მეტი ინფორმაცია მიწისქვეშეთის 42 დემონზე გაგვაჩნია. ისინი ქმნიდნენ მსაჯულთა ტრიბუნალს ოსირისის სამსჯავროზე, რომლის წინაშეც, ეგვიპტელთა წარმოდგენით, გარდაცვალების შემდეგ ყველა წარსდგებოდა. თვითეულ მათგანს ერთი ცოდვის „ჩადენის“ ან „არ ჩადენის“ საკითხი უნდა „გაერკვია“, მიცვალებულს კი უნდა დაემტკიცებინა, რომ მას არ ჰქონდა ჩადენილი ის 42 ცოდვა, რომლებიც ეგვიპტური მორალის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა. თუ გარდაცვლილის უცოდველობა დამტკიცდებოდა, მას ენიჭებოდა წოდება „მართალი ხმით“. ასეთ გარდაცვლილს მარადიული ნეტარება ელოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადაყლაპავდა „დიდი მშთანთქმელი“ და სამუდამოდ წყვეტდა არსებობას, „არ-არსებული“ ხდებოდა, რისიც ეგვიპტელებს ყველაზე უფრო ეშინოდათ. ეგვიპტელების შიშს 42 დემონის მიმართ მათი სახელებიც ამჟღავნებს: „ნისკარტიანი“, „სახით საშიში“, „ძვლის მსხვრეველი“, „სისხლის მშთანთქმელი“ და ა.შ. | ||
| + | |||
| − | |||
====ქრისტიანულ რელიგიაში==== | ====ქრისტიანულ რელიგიაში==== | ||
დემონი ქრისტიანულ რელიგიაში სატანის მსახურებაში მყოფი [[უკეთური]] სულია და აღნიშნავს ღმრთის წინააღმდეგ ამბოხებისთვის დასჯილ და დაცემულ [[ანგელოზი|ანგელოსურ]] სულს. [[აბსოლუტური]] მნიშვნელობით ჩვეულებრივ აღნიშნავს დემონთა მეუფეს, სატანას. [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმაში]] ხშირია დემონთა ხსენება: [[იესო ქრისტე|იესო]] ებრძვის მათ, როგორც ცდუნებათა აღმძვრელებს, აკვიატებათა და დაავადებათა გამომწვევებს, ბოროტი ძალის წარმომადგენლებს და ამარცხებს, რითაც ღმრთის სასუფეველს ამკვიდრებს. იგივე ძალაუფლება მიენიჭა მოციქულებს. | დემონი ქრისტიანულ რელიგიაში სატანის მსახურებაში მყოფი [[უკეთური]] სულია და აღნიშნავს ღმრთის წინააღმდეგ ამბოხებისთვის დასჯილ და დაცემულ [[ანგელოზი|ანგელოსურ]] სულს. [[აბსოლუტური]] მნიშვნელობით ჩვეულებრივ აღნიშნავს დემონთა მეუფეს, სატანას. [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმაში]] ხშირია დემონთა ხსენება: [[იესო ქრისტე|იესო]] ებრძვის მათ, როგორც ცდუნებათა აღმძვრელებს, აკვიატებათა და დაავადებათა გამომწვევებს, ბოროტი ძალის წარმომადგენლებს და ამარცხებს, რითაც ღმრთის სასუფეველს ამკვიდრებს. იგივე ძალაუფლება მიენიჭა მოციქულებს. | ||
| ხაზი 14: | ხაზი 17: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
* [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | * [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
| − | * | + | * [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] |
| − | * | + | * [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]] |
| + | * [[ქრისტიანობის ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:დემონები]] | [[კატეგორია:დემონები]] | ||
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | [[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:43, 24 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით
დემონები – (ბერძნ.) ღვთაებრივი არსებები, რომლებიც იმით განსხვავდებოდნენ ღმერთებისაგან, რომ მათ ადამიანური (ანთროპომორფული) სახე არ ჰქონდათ. ძველ ბერძენთა ფანტაზია ყველა აუხსნელ და მძვინვარე მოვლენათა შემოქმედად დემონებს მიიჩნევდა. უძველესი წარმოდგენების თანახმად, დემონური იყო მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, ქარიშხალი, გვალვა, ეპიდემია და სხვა უბედობანი. ჰომეროსი ყველა საბედისწერო მოვლენას დემონურს (დაიმონიოს) უწოდებს.
და მაინც, ძველ მითოსშიც კი განსხვავება ღვთაებრივსა და დემონურს შორის ზუსტად ნათელი არ არის. ბევრი დემონი მოგვიანებით ღმერთად შერაცხეს, ხოლო ღმერთები დემონებად ან გმირებად გვევლინებოდნენ.
ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. მოგვიანებით განასხვავებდნენ მტრულ დემონებსა და კეთილ დემონებს-სულებს, რომლებიც ბოროტებათაგან იფარავდნენ ადამიანს. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი დემონი, რომელიც მას წინამძღვრობდა.
რომში დემონებს აიგივებდნენ გენიუსთან (გენია). მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ დაჩრდილა ოლიმპიური რელიგია, რწმენა დემონების არსებობისა არ გამქრალა (ქაჯები, ალები, წყლის კაცები და სხვა). ქრისტიანობამ ყველა წარმართული დემონი ეშმაკეულად შერაცხა.
[რედაქტირება] ძველი ეგვიპტე
ეგვიპტელებს სწამდათ არსებების, რომლებიც ღმერთებს და ადამიანებს შორის მოიაზრებოდნენ და გარკვეული ძალებით იყვნენ დაჯილდოებულნი. სპეციალური სიტყვა მათი სახელისათვის არ იყო. მოიხსენიებოდნენ, როგორც წითელთვალიანები, თეთრკბილებიანები და სხვ. წერისას უსვამდნენ ღმერთის დეტერმინატივს. ყველაზე მეტი ინფორმაცია მიწისქვეშეთის 42 დემონზე გაგვაჩნია. ისინი ქმნიდნენ მსაჯულთა ტრიბუნალს ოსირისის სამსჯავროზე, რომლის წინაშეც, ეგვიპტელთა წარმოდგენით, გარდაცვალების შემდეგ ყველა წარსდგებოდა. თვითეულ მათგანს ერთი ცოდვის „ჩადენის“ ან „არ ჩადენის“ საკითხი უნდა „გაერკვია“, მიცვალებულს კი უნდა დაემტკიცებინა, რომ მას არ ჰქონდა ჩადენილი ის 42 ცოდვა, რომლებიც ეგვიპტური მორალის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა. თუ გარდაცვლილის უცოდველობა დამტკიცდებოდა, მას ენიჭებოდა წოდება „მართალი ხმით“. ასეთ გარდაცვლილს მარადიული ნეტარება ელოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადაყლაპავდა „დიდი მშთანთქმელი“ და სამუდამოდ წყვეტდა არსებობას, „არ-არსებული“ ხდებოდა, რისიც ეგვიპტელებს ყველაზე უფრო ეშინოდათ. ეგვიპტელების შიშს 42 დემონის მიმართ მათი სახელებიც ამჟღავნებს: „ნისკარტიანი“, „სახით საშიში“, „ძვლის მსხვრეველი“, „სისხლის მშთანთქმელი“ და ა.შ.
[რედაქტირება] ქრისტიანულ რელიგიაში
დემონი ქრისტიანულ რელიგიაში სატანის მსახურებაში მყოფი უკეთური სულია და აღნიშნავს ღმრთის წინააღმდეგ ამბოხებისთვის დასჯილ და დაცემულ ანგელოსურ სულს. აბსოლუტური მნიშვნელობით ჩვეულებრივ აღნიშნავს დემონთა მეუფეს, სატანას. ახალ აღთქმაში ხშირია დემონთა ხსენება: იესო ებრძვის მათ, როგორც ცდუნებათა აღმძვრელებს, აკვიატებათა და დაავადებათა გამომწვევებს, ბოროტი ძალის წარმომადგენლებს და ამარცხებს, რითაც ღმრთის სასუფეველს ამკვიდრებს. იგივე ძალაუფლება მიენიჭა მოციქულებს.