კიკლადური კულტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კიკლადური კულტურა''' − ძვ.წ. III ათასწლეულში [[ეგეოსის კულტურა|ე...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კიკლადური კულტურა''' − ძვ.წ. III ათასწლეულში [[ეგეოსის კულტურა|ეგეოსური კულტურის]] ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარე კლდოვანი და ოდესღაც ტყეებით დაფარული კიკლადის კუნძულები – დელოსი, პაროსი, მელოსი, სიროსი, ამორგოსი, ნაქსოსი და სხვ. ამ მცირე კუნძულებზე, რომელთა ცენტრს აპოლონის სახელთან დაკავშირებული კუნძული დელოსი წარმოადგენდა, ძვ.წ. III ათასწლეულის
+
'''კიკლადური კულტურა''' − ძვ.წ. III ათასწლეულში [[ეგეოსის კულტურა|ეგეოსური კულტურის]] ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარე კლდოვანი და ოდესღაც ტყეებით დაფარული კიკლადის კუნძულები – [[დელოსი]], პაროსი, მელოსი, სიროსი, ამორგოსი, ნაქსოსი და სხვ. ამ მცირე კუნძულებზე, რომელთა ცენტრს აპოლონის სახელთან დაკავშირებული კუნძული დელოსი წარმოადგენდა, ძვ.წ. III ათასწლეულის
 
განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთიანი, სხვებისაგან იზოლირებული, მეტად თვითმყოფადი და თავისებური კულტურა.
 
განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთიანი, სხვებისაგან იზოლირებული, მეტად თვითმყოფადი და თავისებური კულტურა.
  

მიმდინარე ცვლილება 17:37, 29 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით

კიკლადური კულტურა − ძვ.წ. III ათასწლეულში ეგეოსური კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარე კლდოვანი და ოდესღაც ტყეებით დაფარული კიკლადის კუნძულები – დელოსი, პაროსი, მელოსი, სიროსი, ამორგოსი, ნაქსოსი და სხვ. ამ მცირე კუნძულებზე, რომელთა ცენტრს აპოლონის სახელთან დაკავშირებული კუნძული დელოსი წარმოადგენდა, ძვ.წ. III ათასწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთიანი, სხვებისაგან იზოლირებული, მეტად თვითმყოფადი და თავისებური კულტურა.

სარჩევი

[რედაქტირება] კიკლადური კულტურის პერიოდიზაცია

  1. ადრეკეკლადური ხანა. ძვ.წ. 2600-1800 წწ.
  2. შუაკეკლადური ხანა. 1800-1500
  3. გვიაწკიკლადური ხანა ძვ.წ. 1500-1400 წწ.

ამ კულტურის დამახასიათებელი ნიშანია მარმარილოსაგან ამოქანდაკებული ქალების მცირე ზომის შიშველი ფიგურები − ე.წ. „კიკლადური კერპები“. ეს პრიმიტიული, მეტად სქემატური და პირობითი გამოსახულებანი, თავისი ლაკონიურობის მიუხედავად, გვაოცებს თავისებური გამომსახველობითა და მონუმენტურობით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ნაყოფიერების ქალღვთაების ფიგურები უნდა იყოს.

[რედაქტირება] კერპი კუნძულ ამორბოსიდან

ესაა მცირე ზომის ქალის ფრონტალური შიშველი ფიგურა, მუხლებში ოდნავ მოხრილი ფეხებით, რომელსაც არაბუნებრივად წვრილი და სიბრტყობრივად გადაწყვეტილი მოკლე ხელები წელზე აქვს შემოჭდობილი (მარცხენა – ზემოთ, მარჯვენა – ქვემოთ). სწორ მასიურ კისერზე მეტად წაგრძელებული, ცილინდრული ფორმის თავი „ადგას“ სახეზე მას მხოლოდ ცხვირი აქვს მოცულობითად გამოყვანილი, დანარჩენი ნაკვთები საერთოდ. არაა მონიშნული; ვარაუდობენ, რომ ისინი – თვალები, ტუჩები, პირი – ოდესღაც საღებავით იყო სახეზე დატანილი.

[რედაქტირება] „მუსიკოსები“

კიკლადურ კულტურაში მამაკაცთა სკულპტურულ გამოსახულებებსაც ვხვდებით. ესაა ე.წ. მუსიკოსების მცირე ზომის მარმარილოს ფიგურები, რომლებიც სხვადასხვა საკრავით ფლეიტით, ავლოსით, კითარით ან არფით − არიან წარმოდგენილნი. ეს მუსიკოსთა ყველაზე ადრეული გამოსახულებებია ანტიკურ სამყაროში; აღმოჩენილი 1884 წელს, უდაბურ კუნძულ კეროსზე, სამარხებში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გამოსახულებანი მოწოდებულნი იყვნენ, ღვთაებრივი მუსიკით დაეფრთხოთ ბოროტი ძალები და ამგვარად დაეცვათ მიცვალებულის სამარადისო ძილი და სიმშვიდე, სავარძელზე მჯდომი არფისტის ფიგურას მეცნიერები ორფევსადაც კი ნათლავენ.

მეტად მატყველია მუსიკოსთა პოზები. ორივე ფიგურას (ფლეიტისტსაც და არფისტსაც) შთაგონების ნიშნად თავი თითქოს უკან გადაუგდიათ და მთელი არსებით მისცემიან მუსიკას. და ეს შთაბეჭდილება მით უფრო გვაოცებს, რომ სახეზე არათუ რაიმე გამომეტყველება, არამედ ნაკვთებიც კი არაა აღნიშნული (ცხვირის გარდა)



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნებია ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები