ფლეიტა
ფლეიტა – (გერმ₰ Flöte), სასულე მუსიკალური საკრავი. არსებობს განივი (დაკვრის დროს იჭერენ ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი (იჭერენ ვერტიკალურად). ფლეიტბი გავრცელებულია უძველესი დროიდან. თანამედროვე ფლეიტა განივი ტიპისაა; აქვს ცალი მხრიდან დახურული ცილინდრული ლულა. ლულის ზედა ნაწილი წარმოადგენს საკრავის თავს, შუა ნაწილში განლაგებულია მოძრავი საცობი (წყობის სარეგულირებლად), ჰაერის ჩასაბერი ხვრელი და ყველა ძირითადი სარქველი; ლულის ქვედა ნაწილში მოთავსებულია 3-4 სარქველი. საკრავი მზადდება სპეციალური ჯიშის ხისგან, ლითონისა და პლასტმასისაგან. დიაპაზონი – მცირე ოქტავის სი, ან პირველი ოქტავის დო – IV ოქტავის დო-მდე. ფლეიტისთვის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში. ფლეიტა საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავია. მისი ნაირსახეობები: მცირე ფფლეიტა (ფლეიტა პიკოლო), ალტის ფლეიტა და ბანის ფლეიტა.