აბამელიქოვი ივანე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბამელიქოვი ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე აბამელიქოვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ივანე აბამელიქოვი“ გადაიტანა გვერდზე „აბამელიქოვი ივანე“ გად...) |
13:14, 18 ნოემბერი 2025-ის ვერსია
ივანე აბამელიქოვი, (აბამელიქი) − (07.01.1768-23.08.1828), თავადი გენერალ-მაიორი (1817).
დაიბადა ქ. ტფილისში. გენერალ დ. ს.აბამელიქოვის (აბამელიქის) უფროსი ძმაა
ივანე ძმასთან - დავითთან ერთად 1797 წელს ჩარიცხეს გვარდიულ არტილერიაში როტმისტრად.
მონაწილეობდა (1805-1807) წლების რუსეთ-საფრანგეთის ომში
1810 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. დაწინაურდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობაში ევროპაში, კერძოდ საქსონიაში, ლიუცენთან და ბაუცენთან.
1808 წლის 12 აპრილს დაჯილდოვდა ოქროს ხმლით (მამაცობისათვის) და 1821 წლის 16 დეკემბერს დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით.
გარდაიცვალა ისე, რომ შთამომავლობა არ დარჩენია.
დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, სმოლენსკის სომხურ სასაფლაოზე, ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში, ლაზარევთა საგვარეულო აკლდამაში.
მის საფლავზე დღემდე შემორჩენილია საგვარეულო გერბი რუსულენოვანი წარწერით:
«Князь Ивань Семеновичь Абамеликь артиллерии генерал-майорь и разныхь орденовь кавалерь. Родился 1768 года яенваря 7–го дня – скончался 1828 года августа 23-го дня»