სოფელ არცევის ნაეკლესიარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ფაილი:Naekl4.png '''სოფელ არცევის ნაეკლესიარი''' - ადრე შუა საუკუნ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Naekl4.png|thumb|]] | [[ფაილი:Naekl4.png|thumb|]] | ||
| − | '''სოფელ არცევის ნაეკლესიარი''' | + | '''სოფელ არცევის ნაეკლესიარი''' – ადრე შუა საუკუნეები – სოფლის ჩრდილო-[[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]] 2 კმ-ზე (ადგილი გოიანთა) მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია დაახლოებით 1-1,5 მეტრის სიმაღლის კედლები, ნაგებია სხვადასხვა ზომის [[რიყის ქვა|რიყის ქვით]], სქელ [[დუღაბი|დუღაბზე]]. |
| − | ეკლესია გეგმით | + | ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით - ნახევარწრიული [[აფსიდი|აბსიდით]], რომლის მხოლოდ სამხრეთი მხარე იკითხება. |
| − | შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთით | + | შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთით – [[მინაშენი]]ა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. მინაშენიდან შემორჩენილია [[დასავლეთი]] [[კედელი|კედლის]] მცირე ნაწილი და აღმოსავლეთი კედელი. კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ძეგლის გარშემო [[გალავანი|გალავნი]]ს ფრაგმენტებია შემორჩენილი. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
16:12, 25 ნოემბერი 2025-ის ვერსია
სოფელ არცევის ნაეკლესიარი – ადრე შუა საუკუნეები – სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე (ადგილი გოიანთა) მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია დაახლოებით 1-1,5 მეტრის სიმაღლის კედლები, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, სქელ დუღაბზე. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით - ნახევარწრიული აბსიდით, რომლის მხოლოდ სამხრეთი მხარე იკითხება. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთით – მინაშენია, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. მინაშენიდან შემორჩენილია დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი და აღმოსავლეთი კედელი. კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა