სოფელ არცევის ნაეკლესიარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არცევის ნაეკლესიარი“ გადაიტანა გვერდზე „[[სოფელ არცევის ნაეკლე...) |
|
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 20:47, 8 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ არცევის ნაეკლესიარი – ადრე შუა საუკუნეები – სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე (ადგილი გოიანთა) მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია დაახლოებით 1-1,5 მეტრის სიმაღლის კედლები, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, სქელ დუღაბზე. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით - ნახევარწრიული აბსიდით, რომლის მხოლოდ სამხრეთი მხარე იკითხება. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთით – მინაშენია, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. მინაშენიდან შემორჩენილია დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი და აღმოსავლეთი კედელი. კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა