დიმიტრის ტაძარი ვლადიმირში
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * [[ | + | * [[არქიტექტურის საფუძვლები]] |
[[კატეგორია:არქიტექტურული ძეგლები რუსეთში]] | [[კატეგორია:არქიტექტურული ძეგლები რუსეთში]] | ||
[[კატეგორია:ტაძრები ვლადიმირში]] | [[კატეგორია:ტაძრები ვლადიმირში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:12, 16 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
დიმიტრის ტაძარი ვლადიმირში − XII საუკუნის (1194–1197 წწ.) მართლმადიდებლური ტაძარი ვლადიმირში, რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლი.
ძველი რუსეთის არქიტექტურაში ჩამოყალიბებული ტაძრის ტიპი – ექვს ან ოთხსვეტიან, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ეკვდერით დასავლეთ ნაწილში, დაგვირგვინებული ერთი ან რამდენიმე გუმბათით XII-XV საუკუნეებში თავის შემდგომ განვითარებას აღწევს და ამ პერიოდის არქიტექტურაში წამყვან ადგილს იკავებს. XIII-XV საუკუნის რუსული არქიტექტურის ტაძრები, ძველი რუსეთის ტაძრებისაგან განსხვავებით, შედარებით უფრო მცირე ზომისანი არიან; მათი კომპოზიცია უფრო ჩაკეტილი, მარტივი და კომპაქტურია; უფრო მეტი ყურადღება ენიჭება დეკორაციული ამოცანების გადაწყვეტას.
დიმიტრის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა. გეგმაში მას ოდნავ წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა აქვს, ცენტრში ოთხი ცალკემდგომი ბურჯებით და აღმოსავლეთის ნაწილში სამი, გეგმაში ნახევარწრიული ფორმის აფსიდით. ბურჯები ერთმანეთთან და გარე კედლებთან დაკავშირებული არიან მასიური თაღებითა და კამარებით. ტაძრის შუა ნაწილი (ბურჯებს შორის), რომელიც დაგვირგვინებულია გუმბათით, ინტერიერის კომპოზიციის ძირითად მოცულობას წარმოადგენს, რომლის ირგვლივ განლაგებულია შენობის შედარებით უფრო დაბალი ნაწილები. ინტერიერის ფორმები გამოირჩევიან ლაკონიურობით და ნათელი კომპოზიციური გადაწყვეტით. ინტერიერი მოხატული იყო ფრესკებით, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად დაზიანებულია.
გარედან ნაგებობას აქეს კუბური მოცულობა, რომელიც დაგვირგვინებულია მაღალყელიანი გუმბათით აღმოსავლეთის ფასადი იმეორებს აფსიდების ნახევარწრიულ ფორმას დანარჩენი სამი ფასადი სწორხაზოვანია. ფასადების სიბრტყეები შემკულია დეკორაციული თაღებით; მისი ზედა ნაწილები უხვადაა დეკორირებული ორნამენტაციით და დაბოლოებულია ნახევარწრიული ფორმის კედლის ნაწილებით (ზაკომარებით). გუმბათის ყელი დანაწევრებულია სარკმლებით და შემკულია მსუბუქი სვეტებითა და თაღებით.