აღმოსავლეთის გამბუზია
(ახალი გვერდი: '''აღმოსავლეთის გამბუზია''' G. affinis holbrooki (Girard) 1859 '''ტიპი: ''' ქორდიანები<br...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: კბილებიანი კობრები]] | [[კატეგორია: კბილებიანი კობრები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: გამბუზიები]] |
22:45, 8 თებერვალი 2026-ის ვერსია
აღმოსავლეთის გამბუზია G. affinis holbrooki (Girard) 1859
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი: კბილებიანი კობრების ოჯახი
გვარი: გამბუზიები<b
საზეობა აღმოსავლეთის გამბუზია
თევზის სახეობა გამბუზიების გვარისა. ძირითადი ნიშან-თვისებებით ეს ქვესახეობა ჰგავს მისისიპის გამბუზიას, მაგრამ მაინც ზოგიერთი თავისებურებით − სხეულის პროპორციული დამოკიდებულებით, ჰონოპო. დიუმის აგებულებითა და მკვეთრი შეფერილობით განსხვავდება მისგან. ქერცლებზე პიგმენტები განლაგებულია არა მარტო ზურგის გასწვრივ და ქვედა მიდამოში, არამედ მუცლის მხარეზეც. მუცელი ღია მოვერცხლისფროა. მუცლის ფარფლის ზევით მოზრდილი მუქი პიგმენტია მოთავსებული. ასევე. თვალის ქვემოთ აქვს მუქი ზოლი. ზურგისა და კუდის ფარფლში ზოლებად განლაგებული ლაქებია, დანარჩენი ფარფლები კი თითქმის პიგმენტებს მოკლებულია.
ბიოლოგია
გამბუზიების გავრცელების მიზნით საქართველოს ტბებსა და ჭაობიან ადგილებში დიდი მუშაობაა ჩატარებული ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის მიერ, რამაც სხვა ღონისძიებების გატარებასთან ერთად, სრულიად მოსპო მოსახლეობის ყველაზე უფრო მრისხანე სენი მალარია. ამ დარგში დიდი დამსახურება აკად. ლ. კალანდაძეს და პროფ. პ. ჯაფარიძეს მიუძღვით.
გამბუზია აკლიმატიზებულია იქნა საბჭოთა კავშირის წყალსაცავებში მალარიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ის პატარა ზომის თევზია (დედალი 45 მმ-სა და მამალი 25 მმ-ს). გამბუზია უმთავრესად მალარიის გადამტან კოღოს ანოფელექსის კვერცხებითა და ჭუპრებით იკეებება, ამიტომ მას დიდი სარგებლობა მოაქვს ამ მავნე მწერების განადგურების საქმეში. გამბუზიის სამშობლო არის ამერიკა, საიდანაც ის გავრცელებულ იქნა ევროპაში.
1924 წლის ბოლოს იტალიიდან საქართველოში ქ. სოხუმში ცნობილი ექიმ ნ. პ. რუხაძის მიერ შემოყვანილ იქნა 153 უკვე განაყოფიერებული დედალი გამბუზია. აფხაზეთიდან ეს პატარა თევზი გაავრცელეს საქართველოში, ხოლო აქედან კი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსა და მხარეებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ რაიონებსა და რუსეთის ზოგიერთ ოლქში, აგრეთვე მოსკოვის მახლობლად.