ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი''' Belonidae '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარაკუდასებრნი“ გადაიტანა გვერდზე „[[ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 00:14, 9 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ზღვის ქარიყლაპიების ოჯახი Belonidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: იალქნოსნისნაირნი
ოჯახი: ბარაკუდასებრნი
ზღვის თევზების ოჯახი იალქნოსნისნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულ-თითისტარისებურია, თითქმის მრგვალია და დაფარულია წვრილი ქერცლებით. ზურგის ერთი ფარფლი აქვს, რომელიც უკან, შორსაა გადაადგილებული და მოთავსებულია ანალური ფარფლის ზევით და პირდაპირ. გვერდითი ხაზი მუცლის გვერდებზე ქვემოთ მიუყვება. ზედა და ქვედა ყბები გრძელი და სწორი ნისკარტივითაა წაგრძელებული და აღჭურვილია მრავალრიცხოვანი კბილებით. ძვლები მწვანე ფერისაა.
ამ ოჯახში გაერთიანებულია ათამდე გვარი, ყოფილ საბჭოთა კავშირი ფარგლებში მხოლოდ ორი გვარიია ორი სახეობით. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება ერთი გვარი (Belone) ერთი სახეობით.