ზღვის პატარა დრაკონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზღვის პატარა დრაკონი''' – Trachinus draco L '''ტიპი''': ქორდიანები<br /> '''კლა...) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს თევზების სარკვევი]] | [[საქართველოს თევზების სარკვევი]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია: თევზები]] | [[კატეგორია: თევზები]] | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: დრაკონისებრნი]] | [[კატეგორია: დრაკონისებრნი]] | ||
23:55, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია
ზღვის პატარა დრაკონი – Trachinus draco L
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: დრაკონისნაირნი
ოჯახი: დრაკონისებრნი
თევზის სახეობა დრაკოონისებრთა ოჯახისა. ზურგის ორი ფარფლი აქვს; პირველი მოკლე ქიცვიანი სხივებით და მეორე ძლიერ გრძელი. ანალური ფარფლიც მეტად გრძელია. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების წინაა. მკერდის ფარფლები მომრგვალო ფორმისა და ვერტიკალური მდებარეობისაა. სხივების ფუძესთან (ზურგის ფარფლების და ლაყუჩის სახურავის ქიცვზე) შხამიანი ჯირკვლები აქვს. სიგრძით 25-30 სმ-ს აღწევს, იშვიათად − 40 სმ-ს. ცხოვრობს ფსკერზე და ირჩევს ქვიშიან ადგილს. ის ჩაეფლობა ქვიშაში ისე, რომ თავის ნაწილი ჩანდეს და თვალებით თავისუფლად დარაჯობდეს მსხვერპლს, ამგვარად ჩასაფრებული იგი უახლოვდება და თავს ესხმის მას.