აპოლოდოროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აპოლოდოროსი''' – (ძვ. ბერძ. Ἀπολλόδωρος), ძვ.წ. V ს-ის II ნახევარში [[ათ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | + | [[ანტიკური საბერძნეთი (ხელოვნების ისტორია)|ანტიკური საბერძნეთი]] | |
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | ||
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ფერმწერები]] | [[კატეგორია:ძველი ბერძენი ფერმწერები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:50, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
აპოლოდოროსი – (ძვ. ბერძ. Ἀπολλόδωρος), ძვ.წ. V ს-ის II ნახევარში ათენში მოღვაწე ბერძენი ფერმწერი. აპოლოდორეს ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. პლინიუსის ცნობით, იგი პირველი იყო ბერძენ ფერმწერთა შორის, ვინც ფიგურის ჩრდილი გამოსახა. ამიტომ მას მეტსახელად „სკიოგრაფს“ ეძახდნენ რაც „ჩრდილების მხატვარს“ ნიშნავს.
დღემდე აპოლოდორეს არცერთი ნამუშევარი არ არის შემორჩენილი. ცნობილია მისი ორი ნახატის სახელწოდება: „მღვდლის ლოცვა“ და „ელვით განათებული აიაქსი“. აპოლოდოროსის ნახატები პერგამონში ინახებოდა და ძველი რომაელების დროს აღფრთოვანებას იწვევდა.