ალექსიძე დიმიტრი (დოდო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დიმიტრი (დოდო) ალექსიძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ალექსიძე დიმიტრი (დო...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალექსიძე დიმიტრი [დოდო] ალექსანდრეს ძე''' (1910, 10/II – ) – იგივე მარიჯანიძე, დამდგმელი [[რეჟისორი]] და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვანთა პროფკავშირის წევრი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]].  
+
[[ფაილი:Dodo aleqsiZe.PNG|thumb|დოდო ალექსიძე]]
 +
'''ალექსიძე დიმიტრი [დოდო] ალექსანდრეს ძე''' (1910, 10/II – 1984) – იგივე მარიჯანიძე, დამდგმელი [[რეჟისორი]] და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვანთა პროფკავშირის წევრი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]].  
 
==ბიოგრაფია==
 
==ბიოგრაფია==
 
მამა ექიმი იყო, დედა – მწერალი [[მარიჯანი]]. მწერლობა და სცენა სათეატრო ჟურნალების („[[თეატრი და ცხოვრება (ჟურნალი)|თეატრი და ცხოვრება]]“ და სხვ.) კითხვით, აგრეთვე მისი დედის ოჯახში მსახიობთა და მწერალთა ხშირი სერობით ბავშვობიდანვე შეუყვარდა („ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მწერლები, [[არტისტი|არტისტები]]: [[გრიშაშვილი იოსებ|ი. გრიშაშვილი]], ი. შანშიაშვილი, [[იმედაშვილი იოსებ|ი. იმედაშვილი]], რომლებიც ხშირად საუბრობდნენ [[თეატრი]]ს გარშემო. ყველა ამან ჩამინერგა ძლიერი სიყვარული თეატრისადმი“]. დედას ხშირად დაჰყავდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. თვითონაც მართავდა საოჯახო საბავშვო წარმოდგენებს – როგორც სახლში, ისე აგარაკზე (ტბაში, [[წაღვერი|წაღვერში]]). პირველად, სახლში, 8-9 წლის იქნებოდა, მშობელთა საწოლებს შორის ჩამოკიდა ფარდა, მან და მისმა დამ დახატეს დეკორაციები, გაინაწილეს როლები და დადგეს მისივე [[პიესა]] „ჯარისკაცი ჩიჩუა“ (ინახება ი. გრიშაშვილთან). პიესას დაესწრო ყველა ნათესავი და მეზობელი, საპატიო ადგილებზე ისხდნენ ბებია, ბაბუა და მგოსანი – იოსებ გრიშაშვილი, რაც ბავშვებს ძალიან აღელვებდა. სპექტაკლი რამდენჯერმე გაიმეორეს.
 
ხაზი 29: ხაზი 30:
 
*„კრწანისის გმირები“,  
 
*„კრწანისის გმირები“,  
 
*„ერთი ღამის კომედია“ და სხვ.
 
*„ერთი ღამის კომედია“ და სხვ.
 +
  
ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. წერდა საბავშვო ლექსებს დ. მარიჯანიძის [[ფსევდონიმი]]თ („ნაკადულში“, „ოქტომბრელში“, „პიონერში“ და სხვ.); ზოგიერთი მისი ლექსი („პირველი მაისი“, „წიგნების საჩივარი“ და სხვ.) სახელმძღვანელოებშია შეტანილი. წერდა სათეატრო ხელოვნების შესახებ წერილებსაც, მაგალითად: „მსახიობის აღზრდის საკითხისათვის“ (საბჭოთა ხელოვნება, 1940, № 1-5, 7-8, 11) და სხვ. ილია სუხიშვილთან ერთად დაწერა ქორეოგრაფიული სუიტის – „საქართველოს მთებშის“ [[ლიბრეტო]].
 
ხაზი 56: ხაზი 58:
 
# Дадиани, П., Горели, Л. В горах Грузии // Заря Востока. – 1951. – № 58;
 
# Дадиани, П., Горели, Л. В горах Грузии // Заря Востока. – 1951. – № 58;
 
# Гришашвили, И. Пепо // Заря Востока. – 1952. – № 20.
 
# Гришашвили, И. Пепо // Заря Востока. – 1952. – № 20.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ალექსიძე დოდო]]
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:37, 4 ივნისი 2026 მდგომარეობით

დოდო ალექსიძე

ალექსიძე დიმიტრი [დოდო] ალექსანდრეს ძე (1910, 10/II – 1984) – იგივე მარიჯანიძე, დამდგმელი რეჟისორი და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვანთა პროფკავშირის წევრი. დაიბადა თბილისში.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მამა ექიმი იყო, დედა – მწერალი მარიჯანი. მწერლობა და სცენა სათეატრო ჟურნალების („თეატრი და ცხოვრება“ და სხვ.) კითხვით, აგრეთვე მისი დედის ოჯახში მსახიობთა და მწერალთა ხშირი სერობით ბავშვობიდანვე შეუყვარდა („ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მწერლები, არტისტები: ი. გრიშაშვილი, ი. შანშიაშვილი, ი. იმედაშვილი, რომლებიც ხშირად საუბრობდნენ თეატრის გარშემო. ყველა ამან ჩამინერგა ძლიერი სიყვარული თეატრისადმი“]. დედას ხშირად დაჰყავდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. თვითონაც მართავდა საოჯახო საბავშვო წარმოდგენებს – როგორც სახლში, ისე აგარაკზე (ტბაში, წაღვერში). პირველად, სახლში, 8-9 წლის იქნებოდა, მშობელთა საწოლებს შორის ჩამოკიდა ფარდა, მან და მისმა დამ დახატეს დეკორაციები, გაინაწილეს როლები და დადგეს მისივე პიესა „ჯარისკაცი ჩიჩუა“ (ინახება ი. გრიშაშვილთან). პიესას დაესწრო ყველა ნათესავი და მეზობელი, საპატიო ადგილებზე ისხდნენ ბებია, ბაბუა და მგოსანი – იოსებ გრიშაშვილი, რაც ბავშვებს ძალიან აღელვებდა. სპექტაკლი რამდენჯერმე გაიმეორეს.

1922 წელს, მ. ი. პერინის ქორეოგრაფიულ სტუდიაში მეცადინეობდა. (სცენით ასე გატაცებული, დასთან ერთად, მშობლებმა ქორეოგრაფიულ სტუდიაში მიაბარეს. საბალეტო ხელოვნებამ ძალიან გაიტაცა. ის და მისი და ცოტა ხანში დაწინაურდნენ. ორი წლის შემდეგ უკვე სტუდიის საჩვენებელ სპექტაკლებზე გამოდიოდნენ და დიდი წარმატებით სარგებლობდნენ. ამან უფრო შეაყვარა თეატრი და მეტად წაახალისა).

თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დამთავრებისთანავე (1917-1928), 1928 წელს, ვოროშილოვის კლუბის სცენაზე მოწაფეთა ძალებით დადგა ლავრენიევის პიესა „რღვევა“ (დადგმას დაესწრნენ განათლების კომისარიატის მაშინდელი ხელმძღვანელები და თეატრალური საზოგადოება, დაიბეჭდა რეცენზიები), რამაც გადაწყვიტა მისი ბედი: 1929 წელს საქართველოს სსრ განსახკომმა მოსკოვის თეატრალურ ტექნიკუმში გაგზავნა, სადაც (სტანისლავსკის, ნემიროვიჩ-დანჩენკოს, სუდაკოვის, ზარავას, ტალჩანოვის და სხვ. ხელმძღვანელობით) მეცადინეობდა სარეჟისორო განყოფილებაში (სუდაკოვის კლასში), ერთი წლის შემდეგ (1930) შერჩევით გადაიყვანეს მოსკოვის ლუნაჩარსკის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-პედაგოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1934 წელს. სადიპლომო წარმოდგენა გამართა თბილისის წითელი არმიის თეატრში (რომაშოვის პიესა რუსულ ენაზე – „ბოიცი“ (მებრძოლნი). იმავე წელს მოსკოვში დაიცვა დისერტაცია (თეატრის ცნობილ მოღვაწეთა თანდასწრებით, გრიპიჩის ოპონენტობით). მისმა ნამუშევარმა მაღალი შეფასება მიიღო, რის შესახებაც გაზ. „პრავდა“ (1934 წლის მაისის მიწურულს) წერდა: „ყველა გამოშვებულთაგან (ინსტიტუტდამთავრებულებისგან) განსაკუთრებით გამოირჩევა ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი დ. ა. ალექსიძე, რომელმაც შექმნა სამაგალითო სპექტაკლი თბილისის წითელი არმიის სცენაზე რომაშოვის „მეომართა“ დადგმით“.

დიპლომის მიღებისთანავე მოსკოვის სახელმწიფო ახალ თეატრში მიიწვიეს. ამავე დროს ჩინელი ახალგაზრდობის თეატრს ხელმძღვანელობდა. 1932–1933 წწ. დადგა „წითელი ჩინეთი“ და „ლენინი“, ხოლო რეჟისორ კავერინთან ერთად – „გულის მეორე მხარეს“. 1934 წელს გამოიწვიეს თბილისის წითელი არმიის თეატრში (სადაც მერვე წარმოდგენად დადგა „ბატონი ოფიცრები“), რომლის შემდეგ, 1935 წლიდან თბილისის რუსთაველის თეატრის რეჟისორად და მსახიობის ტექნიკის მასწავლებლად მუშაობდა (სტუდიაში); აგრეთვე, სახკინმრეწვის, გრიბოედოვის სახ. რუსული თეატრის სტუდიაში მიწვეული იყო ლექტორად და სხვ. სასცენო ხელოვნების შესახებ მოხსენებებს კითხულობდა.

[რედაქტირება] დადგმული სპექტაკლები

  • „ჯარისკაცი ჩაჩუა“ (ბავშვობაში, პირველი დადგმა),
  • საკოლმეურნეო პიესა „ახალი სოფელი“ (1933),
  • „ბატონი ოფიცრები“ (1934),
  • „სასტუმროს დიასახლისი“ (1936),
  • „ბახტრიონი“ „ბრმა“,
  • „ეჭვიანი რქოსანი“,
  • „ალკაზარი“,
  • „სამშობლო“ გ. მდივნისა,
  • „მთაგრეხილზე“ ს. მთვარაძის,
  • „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“,
  • გოლდონის „ორი ბატონის მსახური“ (1946),
  • „ჭიქა წყალი“,
  • „პროფესორი მამლოკი“ (ა. ვასაძესთან ერთად),
  • „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ“,
  • „თავისთვის ბრძენი – სხვისთვის სულელი“,
  • „გრაფის ქვრივი“,
  • „საპატარძლო აფიშით“,
  • „კრწანისის გმირები“,
  • „ერთი ღამის კომედია“ და სხვ.

ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. წერდა საბავშვო ლექსებს დ. მარიჯანიძის ფსევდონიმით („ნაკადულში“, „ოქტომბრელში“, „პიონერში“ და სხვ.); ზოგიერთი მისი ლექსი („პირველი მაისი“, „წიგნების საჩივარი“ და სხვ.) სახელმძღვანელოებშია შეტანილი. წერდა სათეატრო ხელოვნების შესახებ წერილებსაც, მაგალითად: „მსახიობის აღზრდის საკითხისათვის“ (საბჭოთა ხელოვნება, 1940, № 1-5, 7-8, 11) და სხვ. ილია სუხიშვილთან ერთად დაწერა ქორეოგრაფიული სუიტის – „საქართველოს მთებშის“ ლიბრეტო.

მიწვეული იყო სათეატრო ინსტიტუტის დირექტორად და პედაგოგად.

[რედაქტირება] წოდება

1941 წელს მიენიჭა „ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ წოდება. დაჯილდოებულია მედლებით: „კავკასიის დაცვისათვის“, „სამამულო ომში შრომითი მამაცობისათვის 1941–1945 წწ. ომში“ (1946).

[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი;
  2. თეატრი და ცხოვრება. – 1924. – № 16. – გვ. 12;
  3. საბჭოთა ხელოვნება. – 1936. – № 6; 1940. – № 1, 7-8;
  4. მსახიობის აღზრდის საკითხისათვის... // საბჭოთა ხელოვნება. – 1940. – № 1, 2-3, 4, 5, 7-8, 11;
  5. რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლი „გრაფის ქვრივი“ // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 20 მაისი. – № 15 (138);
  6. აფხაიძე, შ. სხვისთვის სულელი, თავისთვის ბრძენი // კომუნისტი. – 1942. – № 219;
  7. ჟღენტი, ბ. – ა) თეატრალური სეზონის შედეგებისათვის // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1945. – № 29; ბ) დიდი პოეტის სცენიური სახე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 30;
  8. ფაღავა, პ. ორი ბატონის მსახური // კომუნისტი. – 1946. – № 114;
  9. გაბესკირია, შალვა. სახვითი აჩრდილი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 42;
  10. დავითაძე, ქ. ახალგაზრდა მსახიობთა სექცია // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1949. – № 35;
  11. ნაცვლიშვილი, მ. თბილისის თეატრებში // სახალხო განათლება. – 1949. – № 7;
  12. ქარელიშვილი, ერ. დიდი პოეტის სახე // კომუნისტი. – 1949. – № 194;
  13. გელდიაშვილი, ვლ. სპექტაკლი დიდი ბელადის ახალგაზრდობაზე // სახალხო განათლება. – 1951. – № 20;
  14. გვინჩიძე, ივ. ესტრადა ახალი ამოცანების წინაშე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 42;
  15. შადური, რ. ქართული სოციალისტური კულტურა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 9;
  16. ჯანელიძე, დ. ქართული თეატრის აყვავების წლები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 8;
  17. Дадиани, П., Горели, Л. В горах Грузии // Заря Востока. – 1951. – № 58;
  18. Гришашвили, И. Пепо // Заря Востока. – 1952. – № 20.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ალექსიძე დოდო

[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები