კერესელიძე ლეო
(ახალი გვერდი: '''კერესელიძე ლეო მათეს ძე''' (1885 - 23.XI.1943) - გენერალი. ====ბიოგრაფია====...) |
|||
| (2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კერესელიძე ლეო მათეს ძე''' (1885 - 23.XI.1943) - [[გენერალი]]. | + | [[ფაილი:KereseliZe leo.jpg|thumb|'''ლეო კერესელიძე''']] |
| + | '''კერესელიძე ლეო მათეს ძე''' (1885 - 23.XI.1943) – ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი და ჟურნალისტი, რევოლუციონერი და პუბლიცისტი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ოსმალთა არმიის პოლკოვნიკი, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკისა და ქართული არმიის [[გენერალი]]. | ||
| − | + | ლეო კერესელიძის მამა, მათე, წარმოშობით რაჭის მაზრის სოფელ [[სადმელი]]დან იყო. თუმცა, ოჯახი [[რაჭა]]ში არ შეუქმნია. იგი სასულიერო პირი იყო და სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მრევლი [[ქართლი|ქართლში]] მისცეს. შესაბამისად, იგი [[გორი|გორში]] დაფუძნდა და ოჯახიც იქ შექმნა. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ლეო კერესელიძე სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან ჩაება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობაში. | |
| − | |||
| − | |||
| + | 1904 წელს ჩაირიცხა ჟენევის საინჟინრო სასწავლებელში და იმავე წელს უკავშირდება პარიზში მოქმედ ქართველ მებრძოლ ნაციონალისტთა ჯგუფს. | ||
| − | + | 1905 წლიდან თანამშრომლობდა [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტ-ფედერალისტებთან]] და [[ევროპა|ევროპიდან]] [[საქართველო]]ში შემოჰქონდა იარაღი. მონაწილეობდა 1905-1906 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. სახელი გაითქვა თავდასხმებით რუსულ სამხედრო ნაწილებზე და დივერსიული აქტებით [[დუშეთი|დუშეთსა]] და სოხუმში. პირადად მონაწილეობდა დუშეთის [[ხაზინა|ხაზინის]] გატანაში [[კაპიტანი|კაპიტან]], შემდგომში გენერალ [[იოსებ გედევანიშვილი|იოსებ გედევანიშვილთან]] ერთად. რევოლუციური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, თუმცა, არასაკმარისი სამხილების გამო მალევე გაანთავისუფლეს. | |
| − | + | ||
| − | + | შემდგომი პოლიტიკური დევნის თვიდან ასაცილებლად 1906 წლიდან მიდის [[ემიგრაცია]]ში და ცხოვრობდა ჟენევაში. 1910 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტის ხარისხი, სადაც ამავე დროს ქიმიას სწავლობდა მისი უმცროსი ძმა, გიორგი. ლეო კერესელიძე ცოდნას იღრმავებდა ბერლინსა და სორბონაშიც. ევროპის წიგნთსაცავებსა და მუზეუმებში იკვლევდა დიპლომატიურ ურთიერთობებს, წერდა მოთხრობებს. მისი მოთხრობების კრებული სათაურით ,,აღმოსავლური ფანტაზიები“ ნათარგმნია ფრანგულიდან სხვა ევროპულ ენებზე. წიგნს წინ უძღოდა საქართველოს მოკლე ისტორია. | |
| + | |||
| + | 1910-იანი წლებში ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. განსაკუთრებით დაკავებული იყო სამხედრო პუბლიცისტიკით. 1913-1914 წლებში იყო ჟენევაში გამომავალი ქართული გაზეთის ,,თავისუფალი საქართველო” თანარედაქტორი, რომლის დამფუძნებელიც მისი ძმა, გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში [[მიხაკო წერეთელი|მიხაკო წერეთელთან]] ერთად სათავეში უდგება „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს“. | ||
| + | |||
| + | სწორედ „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის“ ეგიდით და გერმანელების მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული სამხედრო ფორმირების – „ქართული ლეგიონის“ ჩამოყალიბებაში, რომლის პირადი შემადგენლობაც 1800 კაცით განისაზღვრა. აქვე ენიჭება კაპიტნის წოდება. მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში ქართულ ლეგიონს ცარისტული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა [[ამიერკავკასია]]ში. ქართული ლეგიონი ფორმალურად გერმანელთა მოკავშირე ოსმალთა [[შეიარაღებული ძალები]]ს შემადგენლობაში იქნა ჩართული, ხოლო მთელი ეს წამოწყება [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა იმპერიის]] სამხედრო მინისტრს, გენერალ ენვერ ფაშას მთავარსარდლობას დაექვემდებარა. | ||
| + | |||
| + | 1915-1916 წლებში ლეგიონი დისლოცირებული იყო ტრაპიზონში, შემდეგ სამსუნსა და კერასუნტში. ჰქონდა თავისი სამხედრო ფორმა, [[დროშა]], ლაზარეთი, შესაკრები პუნქტები, საკუთარი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა სამხედრო [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაციებში]]. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. ლეგიონი [[ლაზები|ლაზებით]] და მაჰმადიანი ქართველებით იყო დაკომპლექტებული და [[პირველი მსოფლიო ომი]]ს საწყის ეტაპზე რუსების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული რეიდიც განახორციელა [[აჭარა]]ში. | ||
| + | |||
| + | 1916 წელს ოსმალურმა მხარემ გერმანიის მთავრობას ლეგიონის დაშლა მოსთხოვა, რადგანაც ოსმალო სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები ეჭვის თვალით უყურებდნენ გერმანია–საქართველოს ურთიერთობას და მაჰმადიანი ქართველების აქტიურობას. გერმანია იძულებული გახდა, მოკავშირეთათვის ანგარიში გაეწია. ოსმალეთის [[სარდლობა]]სთან უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, ქართული ლეგიონი ფაქტობრივად დაშალეს. შენარჩუნებული იქნა მხოლოდ მცირე, 120 კაციანი [[რაზმი (სამხედრო)|რაზმი]]. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ლეო კერესელიძე კვლავ განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ. | ||
| + | |||
| + | 1916-1917 წლებში იყო თურქული საკავალერიო პოლკის მეთაური და [[პოლკოვნიკი]]. იბრძოდა მესოპოტამიის [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტზე]]. | ||
| + | |||
| + | საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტში, 1918 წლის მაისში, ლეო კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი ნოემბერში დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და განვითარების საქმეში. | ||
| + | |||
| + | 1918 წლის დეკემბერში თავის რაზმთან ერთად იბრძოდა [[სომხეთ-საქართველოს ომი]]ს შულავერის ფრონტზე, ხოლო 1919 წლის გაზაფხულზე – თვითგამოცხადებული ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“, იგივე ,,ყარსის რესპუბლიკის“ ჯარებისა და ისლამისტების წინააღმდეგ [[სამცხე-ჯავახეთი|სამცხე-ჯავახეთში]], სადაც დაიჭრა [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყურთან]] შეტაკების დროს. იმავე წელს გაგზავნილ იქნა ცხინვალში ბოლშევიკებისა და ამბოხებული ჯაველი ოსების წინააღმდეგ. | ||
| + | |||
| + | 1919 წლის აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის ჯარების [[მთავარსარდალი|მთავარსარდლად]] და მიენიჭა გენერლის წოდება. წარმატებით ებრძოდა გენერალ [[დენიკინი ანტონ|დენიკინის]] „მოხალისეთა არმიას“ ჩეჩნეთსა და დაღესტანში. ბრძოლებით აიღო რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი, თუმცა, გროზნოს აღება ვეღარ შეძლო. | ||
| + | |||
| + | 1920 წელს გენერალი კერესელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელი იყო [[პოლონეთი|პოლონეთში]]. | ||
| + | |||
| + | 1921 წლის [[თებერვალი|თებერვალში]], რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ [[ნოე რამიშვილი|ნოე რამიშვილთან]] მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე, რის გამოც მცირე ხნით დაკავებული იყო. | ||
| + | |||
| + | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, მიდის [[ემიგრაცია]]ში. ლეო კერესელიძის მეორე ძმა იასონი კი, საქართველოში დარჩა, ,,დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი გახდა და ანტირუსული და ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადებაში ჩაერთო. 1923 წლის მაისში ,,დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ბოლშევიკებმა იგი დააპატიმრეს და სხვა 14 ქართველ პატრიოტთან ერთად დახვრიტეს. | ||
| + | |||
| + | ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ გერმანიაში, მის დედაქალაქში, სადაც 1925 წელს შალვა ბერიძესთან, მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგი”. ორგანიზაციას ჰქონდა საკუთარი [[გერბი]], [[ჰიმნი]], დროშა. ორგანიზაციის მიზანს კი, ქართველი ერის განთავისუფლება წარმოადგენდა რუსეთის მონობისგან. 1926-1939 წლებში ორგანიზაცია გამოსცემდა გაზეთს ,,თეთრი გიორგი“, სადაც პატრიოტული ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა, მათ შორის თავად ლეო კერესელიძის 50-ზე მეტი სტატია. | ||
| + | |||
| + | გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს, მონაწილეობდა გრაფი [[შულენბურგი ფრიდრიხ|შულენბურგი]]ს (გერმანიის პოლიტიკური მისიის წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში) მიერ მოწვეულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად ,,პოლიტიკური კომიტეტისა” და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის შექმნაში. პროექტის მიხედვით დამოუკიდებელი კავკასია და საქართველო უნდა გამხდარიყო გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკის დასაყრდენი. | ||
| + | |||
| + | დაიღუპა 1943 წლის 23 ნოემბერს, მოკავშირეთა [[ავიაცია|ავიაციის]] მიერ ბერლინის ერთ-ერთი პირველი დაბომბვის დროს. ლეო კერესელიძესთან ერთად დაიღუპა მისი უნიკალური ბიბლიოთეკა და პირადი არქივი. | ||
| + | |||
| + | ლეო კერესელიძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ბიოგრაფიული რომანი „უსასრულო ბრძოლა“, (Unending Battle) მიუძღვნა ინგლისელმა მწერალმა ჰაროლდ კორტნი არმსტრონგმა (Harold Courtenay Armstrong). | ||
| + | |||
| + | თბილისში, გლდანის რაიონში, არის ლეო კერესელიძის სახელობის ქუჩა. | ||
| − | |||
| − | |||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
| ხაზი 22: | ხაზი 50: | ||
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/107/ ლეო კერესელიძე] | * [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/107/ ლეო კერესელიძე] | ||
| − | [[ | + | ==წყარო== |
| + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| + | ც პოლიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | [[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:კერესელიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:26, 26 ივნისი 2026 მდგომარეობით
კერესელიძე ლეო მათეს ძე (1885 - 23.XI.1943) – ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი და ჟურნალისტი, რევოლუციონერი და პუბლიცისტი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ოსმალთა არმიის პოლკოვნიკი, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკისა და ქართული არმიის გენერალი.
ლეო კერესელიძის მამა, მათე, წარმოშობით რაჭის მაზრის სოფელ სადმელიდან იყო. თუმცა, ოჯახი რაჭაში არ შეუქმნია. იგი სასულიერო პირი იყო და სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მრევლი ქართლში მისცეს. შესაბამისად, იგი გორში დაფუძნდა და ოჯახიც იქ შექმნა.
ლეო კერესელიძე სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან ჩაება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობაში.
1904 წელს ჩაირიცხა ჟენევის საინჟინრო სასწავლებელში და იმავე წელს უკავშირდება პარიზში მოქმედ ქართველ მებრძოლ ნაციონალისტთა ჯგუფს.
1905 წლიდან თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტებთან და ევროპიდან საქართველოში შემოჰქონდა იარაღი. მონაწილეობდა 1905-1906 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. სახელი გაითქვა თავდასხმებით რუსულ სამხედრო ნაწილებზე და დივერსიული აქტებით დუშეთსა და სოხუმში. პირადად მონაწილეობდა დუშეთის ხაზინის გატანაში კაპიტან, შემდგომში გენერალ იოსებ გედევანიშვილთან ერთად. რევოლუციური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, თუმცა, არასაკმარისი სამხილების გამო მალევე გაანთავისუფლეს.
შემდგომი პოლიტიკური დევნის თვიდან ასაცილებლად 1906 წლიდან მიდის ემიგრაციაში და ცხოვრობდა ჟენევაში. 1910 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტის ხარისხი, სადაც ამავე დროს ქიმიას სწავლობდა მისი უმცროსი ძმა, გიორგი. ლეო კერესელიძე ცოდნას იღრმავებდა ბერლინსა და სორბონაშიც. ევროპის წიგნთსაცავებსა და მუზეუმებში იკვლევდა დიპლომატიურ ურთიერთობებს, წერდა მოთხრობებს. მისი მოთხრობების კრებული სათაურით ,,აღმოსავლური ფანტაზიები“ ნათარგმნია ფრანგულიდან სხვა ევროპულ ენებზე. წიგნს წინ უძღოდა საქართველოს მოკლე ისტორია.
1910-იანი წლებში ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას. განსაკუთრებით დაკავებული იყო სამხედრო პუბლიცისტიკით. 1913-1914 წლებში იყო ჟენევაში გამომავალი ქართული გაზეთის ,,თავისუფალი საქართველო” თანარედაქტორი, რომლის დამფუძნებელიც მისი ძმა, გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში მიხაკო წერეთელთან ერთად სათავეში უდგება „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს“.
სწორედ „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის“ ეგიდით და გერმანელების მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული სამხედრო ფორმირების – „ქართული ლეგიონის“ ჩამოყალიბებაში, რომლის პირადი შემადგენლობაც 1800 კაცით განისაზღვრა. აქვე ენიჭება კაპიტნის წოდება. მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში ქართულ ლეგიონს ცარისტული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა ამიერკავკასიაში. ქართული ლეგიონი ფორმალურად გერმანელთა მოკავშირე ოსმალთა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იქნა ჩართული, ხოლო მთელი ეს წამოწყება ოსმალთა იმპერიის სამხედრო მინისტრს, გენერალ ენვერ ფაშას მთავარსარდლობას დაექვემდებარა.
1915-1916 წლებში ლეგიონი დისლოცირებული იყო ტრაპიზონში, შემდეგ სამსუნსა და კერასუნტში. ჰქონდა თავისი სამხედრო ფორმა, დროშა, ლაზარეთი, შესაკრები პუნქტები, საკუთარი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით იყო დაკომპლექტებული და პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე რუსების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული რეიდიც განახორციელა აჭარაში.
1916 წელს ოსმალურმა მხარემ გერმანიის მთავრობას ლეგიონის დაშლა მოსთხოვა, რადგანაც ოსმალო სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები ეჭვის თვალით უყურებდნენ გერმანია–საქართველოს ურთიერთობას და მაჰმადიანი ქართველების აქტიურობას. გერმანია იძულებული გახდა, მოკავშირეთათვის ანგარიში გაეწია. ოსმალეთის სარდლობასთან უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, ქართული ლეგიონი ფაქტობრივად დაშალეს. შენარჩუნებული იქნა მხოლოდ მცირე, 120 კაციანი რაზმი. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ლეო კერესელიძე კვლავ განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ.
1916-1917 წლებში იყო თურქული საკავალერიო პოლკის მეთაური და პოლკოვნიკი. იბრძოდა მესოპოტამიის ფრონტზე.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტში, 1918 წლის მაისში, ლეო კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი ნოემბერში დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და განვითარების საქმეში.
1918 წლის დეკემბერში თავის რაზმთან ერთად იბრძოდა სომხეთ-საქართველოს ომის შულავერის ფრონტზე, ხოლო 1919 წლის გაზაფხულზე – თვითგამოცხადებული ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“, იგივე ,,ყარსის რესპუბლიკის“ ჯარებისა და ისლამისტების წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთში, სადაც დაიჭრა აწყურთან შეტაკების დროს. იმავე წელს გაგზავნილ იქნა ცხინვალში ბოლშევიკებისა და ამბოხებული ჯაველი ოსების წინააღმდეგ.
1919 წლის აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და მიენიჭა გენერლის წოდება. წარმატებით ებრძოდა გენერალ დენიკინის „მოხალისეთა არმიას“ ჩეჩნეთსა და დაღესტანში. ბრძოლებით აიღო რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი, თუმცა, გროზნოს აღება ვეღარ შეძლო.
1920 წელს გენერალი კერესელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელი იყო პოლონეთში.
1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე, რის გამოც მცირე ხნით დაკავებული იყო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, მიდის ემიგრაციაში. ლეო კერესელიძის მეორე ძმა იასონი კი, საქართველოში დარჩა, ,,დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრი გახდა და ანტირუსული და ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადებაში ჩაერთო. 1923 წლის მაისში ,,დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ბოლშევიკებმა იგი დააპატიმრეს და სხვა 14 ქართველ პატრიოტთან ერთად დახვრიტეს.
ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ გერმანიაში, მის დედაქალაქში, სადაც 1925 წელს შალვა ბერიძესთან, მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგი”. ორგანიზაციას ჰქონდა საკუთარი გერბი, ჰიმნი, დროშა. ორგანიზაციის მიზანს კი, ქართველი ერის განთავისუფლება წარმოადგენდა რუსეთის მონობისგან. 1926-1939 წლებში ორგანიზაცია გამოსცემდა გაზეთს ,,თეთრი გიორგი“, სადაც პატრიოტული ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა, მათ შორის თავად ლეო კერესელიძის 50-ზე მეტი სტატია.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს, მონაწილეობდა გრაფი შულენბურგის (გერმანიის პოლიტიკური მისიის წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში) მიერ მოწვეულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად ,,პოლიტიკური კომიტეტისა” და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის შექმნაში. პროექტის მიხედვით დამოუკიდებელი კავკასია და საქართველო უნდა გამხდარიყო გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკის დასაყრდენი.
დაიღუპა 1943 წლის 23 ნოემბერს, მოკავშირეთა ავიაციის მიერ ბერლინის ერთ-ერთი პირველი დაბომბვის დროს. ლეო კერესელიძესთან ერთად დაიღუპა მისი უნიკალური ბიბლიოთეკა და პირადი არქივი.
ლეო კერესელიძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ბიოგრაფიული რომანი „უსასრულო ბრძოლა“, (Unending Battle) მიუძღვნა ინგლისელმა მწერალმა ჰაროლდ კორტნი არმსტრონგმა (Harold Courtenay Armstrong).
თბილისში, გლდანის რაიონში, არის ლეო კერესელიძის სახელობის ქუჩა.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი ც პოლიტიკოსები]]