მითოლოგემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
მითოლოგემა ძალზე მოკლედ, ერთი სიტყვით ან ერთი ფრაზით, ანდაზურად გადმოსცემს მითოლოგიური თხრობის, მითოსის დედააზრს. გაშლილი | მითოლოგემა ძალზე მოკლედ, ერთი სიტყვით ან ერთი ფრაზით, ანდაზურად გადმოსცემს მითოლოგიური თხრობის, მითოსის დედააზრს. გაშლილი | ||
მითოლოგემა უკვე მითოსია. ზოგიერთი მითოსი შეიძლება ერთი მითოლოგემის განშლა იყოს, ერთ მითოლოგემაზე იყოს აგებული (მაგ., გველეშაპთან | მითოლოგემა უკვე მითოსია. ზოგიერთი მითოსი შეიძლება ერთი მითოლოგემის განშლა იყოს, ერთ მითოლოგემაზე იყოს აგებული (მაგ., გველეშაპთან | ||
− | ბრძოლა, ცისა და მიწის გაშორიშორება), ზოგი კი რამდენიმეს შეიცავდეს, როგორც, მაგ., კოსმოგონიური ეპოსი. გავრცელებული მითოლოგემებია: | + | [[ბრძოლა]], ცისა და მიწის გაშორიშორება), ზოგი კი რამდენიმეს შეიცავდეს, როგორც, მაგ., კოსმოგონიური ეპოსი. გავრცელებული მითოლოგემებია: |
გველეშაპის მიერ შთანთქმა და ამონთხევა ([[ვრიტრა]]), სამყაროს ღერძი ([[დურანქი]]), შინდაბრუნება, რაზეც აგებულია, ძირითადად, მზის მითოსი | გველეშაპის მიერ შთანთქმა და ამონთხევა ([[ვრიტრა]]), სამყაროს ღერძი ([[დურანქი]]), შინდაბრუნება, რაზეც აგებულია, ძირითადად, მზის მითოსი | ||
([[რაე]], [[უთუ]], [[შამაში]]) და ჯადოსნური ზღაპრის სიუჟეტი. | ([[რაე]], [[უთუ]], [[შამაში]]) და ჯადოსნური ზღაპრის სიუჟეტი. |
16:28, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
მითოლოგემა – მოვლენა ან გმირის ქმედება მითოლოგიურ ეპოსში ან თხრობაში, რომელთა ერთობლიობისგან შედგება მითოლოგიური ტექსტი.
მითოლოგემა ძალზე მოკლედ, ერთი სიტყვით ან ერთი ფრაზით, ანდაზურად გადმოსცემს მითოლოგიური თხრობის, მითოსის დედააზრს. გაშლილი მითოლოგემა უკვე მითოსია. ზოგიერთი მითოსი შეიძლება ერთი მითოლოგემის განშლა იყოს, ერთ მითოლოგემაზე იყოს აგებული (მაგ., გველეშაპთან ბრძოლა, ცისა და მიწის გაშორიშორება), ზოგი კი რამდენიმეს შეიცავდეს, როგორც, მაგ., კოსმოგონიური ეპოსი. გავრცელებული მითოლოგემებია: გველეშაპის მიერ შთანთქმა და ამონთხევა (ვრიტრა), სამყაროს ღერძი (დურანქი), შინდაბრუნება, რაზეც აგებულია, ძირითადად, მზის მითოსი (რაე, უთუ, შამაში) და ჯადოსნური ზღაპრის სიუჟეტი.