საზღვაო-სადესანტო ოპერაცია
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საზღვაო-სადესანტო ოპერაცია''' – მიზნის, ამოცანების, ადგილის და დროში შეთანმებული მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ნაპირზე შესასრულებელი [[საბრძოლო ამოცანა|საბრძოლო ამოცანების]] ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით. [[სახმელეთო | + | '''საზღვაო-სადესანტო ოპერაცია''' – მიზნის, ამოცანების, ადგილის და დროში შეთანმებული მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ნაპირზე შესასრულებელი [[საბრძოლო ამოცანა|საბრძოლო ამოცანების]] ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით. [[სახმელეთო ჯარები|სახმელეთო ძალების]] გაერთიანების და [[ფლოტი|ფლოტის]] ძალების ერთობლივი [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაცია]] განხორციელებული [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] სხვა სახეობებთან და [[ჯარები|ჯარების]] გვარეობებთან ურთიერთქმედებით. დაჯგუფების ოპერაციის ([[ფლოტის ოპერაცია|ფლოტის ოპერაციის]]) ან [[სტრატეგიული ოპერაცია|სტრატეგიული ოპერაციის]] შემადგენელი ნაწილი. |
საზღვაო-სადესანტო ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს: | საზღვაო-სადესანტო ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს: | ||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ოპერაციები]] | [[კატეგორია:სამხედრო ოპერაციები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:54, 21 მაისი 2018 მდგომარეობით
საზღვაო-სადესანტო ოპერაცია – მიზნის, ამოცანების, ადგილის და დროში შეთანმებული მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ნაპირზე შესასრულებელი საბრძოლო ამოცანების ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით. სახმელეთო ძალების გაერთიანების და ფლოტის ძალების ერთობლივი ოპერაცია განხორციელებული შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან და ჯარების გვარეობებთან ურთიერთქმედებით. დაჯგუფების ოპერაციის (ფლოტის ოპერაციის) ან სტრატეგიული ოპერაციის შემადგენელი ნაწილი.
საზღვაო-სადესანტო ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს:
- ზღვის სანაპიროს სრუტიანი ზონების, მსხვილი კუნძულების და მნიშვნელოვანი რაიონების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, პორტების და სხვა სანაპირო ობიექტების ხელში ჩაგდება;
- სახმელეთო ჯარებისთვის ხელშეწყობა საზღვაო მიმართულებებზე მოწინააღმდეგის დაჯგუფების გასანადგურებლად, თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების საწარმოებლად;
- ფლოტის ძალების ბაზირების გაუმჯობესება.
საზღვაო-სადესანტო ოპერაციის მიზნიდან გამომდინარე, მისი წარმოების დროს შეიძლება გადაისხას ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ოპერატიულ-სტრატეგიული საზღვაო დესანტები.
საზღვაო-სადესანტო ოპერაცია მოიცავს:
- ოპერაციის წარმოების რაიონში ზღვაზე და ჰაერში ბატონობისთვის საბრძოლო მოქმედებებს;
- სადესანტო ჯარების და გადასხმის ძალების დანიშნულ რაიონებში თავმოყრას;
- ჯარების ჩასხდომას (ჩატვირთვას) სადესანტო-სატრანსპორტო საშუალებებში;
- დესანტის გადასვლას ზღვით;
- დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების, ძალების და ობიექტების ცეცხლით დაზიანებას, ბრძოლას გადასხმისთვის და ნაპირზე სადესანტო ჯარების მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოებას და აუცილებელი პლაცდარმების ხელში ჩაგდებას.
საზღვაო-სადესანტო ოპერაცის ხელმძღვანელობა ეკისრება საერთო-საჯარისო გაერთიანების სარდლობას, ცალკეულ შემთხვევაში – სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაერთიანების სარდლობას.