მეძაღლეთუხუცესი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი | ||
2017 | 2017 | ||
| − | + | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | |
| − | [[კატეგორია: | + | |
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
15:22, 8 ივნისი 2018-ის ვერსია
მეძაღლეთუხუცესი - სამონადირეო უწყების მოხელე. ევალებოდა სანადირო ძაღლების მოშენება-გაწვრთნა და ნადირობის დროს მეფისათვის მათი მიყვანა.
მეძაღლეთუხუცესს ექვსი მეძაღლე ექვემდებარებოდა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში ძაღლების მწვრთნელები მონადირეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ, მაგრამ, საქართველოს დაშლის შემდეგ, როგორც „დასტურლამალი“ იუწყება, ძაღლების გაწვრთნა ცალკე სამსახურს ებარა და მონადირეთუხუცესის დაქვემდებარებიდან გამოსული ყოდილა. იოანე ბატონიშვილის თანახმად, მონადირეთუხუცესის ფუნქციები ამ დროს უკვე ბაზიერთუხუცესის ხელში ყოფილა გადასული. მეძაღლეთუხუცესი იღებდა ერთ თუმან სარგოს. მის დამხმარე ექვს ხლქვეითს („ბიჭი“) აძლევდნენ: ტანსაცმელს, თვეში ერთხელ ძროხის ტყავს და გადაკვეთილ ულუფას (პურსა და მცირედ ღვინოს) უფროს-უმცროსობისა და ჩაბარებული ძაღლების რაოდენობის მიხედვით.
წყარო და ლიტერატურა
დასტურლამალი1970: 688-690; იოანე ბატონიშვილი 1936: 215-216; სურგულაძე 1952: 222.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017