პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია
(ახალი გვერდი: '''პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია''' - (progressive ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია“ გადაიტანა გ...) |
15:16, 6 აგვისტო 2018-ის ვერსია
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია - (progressive multifocal peukoencephalopathy), ოპორტუნისტულ ინფექციასთან დაკავშირებული იშვიათი დაავადება, რომელსაც Polyomavirus-ის ზოგიერთი წარმომადგენელი იწვევს. თითქმის ყოველთვის აღინიშნება იმუნოდეფიციტის მქონე პირებში (მაგ.: შიდსი; ორგანოთა ტრანსპლანტაციისას იმუნოსუპერსანტებით თერაპიის შედეგი). ამ პირებს აღენიშნებათ დემენციის, სიბრმავის, დისფაზიის, ჰემიპარეზების, ატაქსიისა და კეროვანი დაზიანებების შერწყმა; რამდენიმე თვეში სიკვდილით სრულდება. ტვინის პათოლოგია წარმოდგენილია მიელინის და გლიური უჯრედების კეროვანი დაკარგვით, დამახასიათებელი ჩართვებით მიელინდაკარგულ მონაკვეთებში. დაავადების გამომწვევი აგენტი შეიძლება გამოვლინდეს ელექტრომიკროსკოპის საშუალებით ან მონოკლინური ანტისხეულების გამოყენებით შეღებილ პრეპარატებზე.