პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მულტიფოკალური პროგრესირებადი ლეიკოენცეფალოპათია“ გადაიტანა გ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:დაავადებები]] | ||
16:01, 22 აგვისტო 2018-ის ვერსია
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია - (progressive multifocal peukoencephalopathy), ოპორტუნისტულ ინფექციასთან დაკავშირებული იშვიათი დაავადება, რომელსაც Polyomavirus-ის ზოგიერთი წარმომადგენელი იწვევს. თითქმის ყოველთვის აღინიშნება იმუნოდეფიციტის მქონე პირებში (მაგ.: შიდსი; ორგანოთა ტრანსპლანტაციისას იმუნოსუპერსანტებით თერაპიის შედეგი). ამ პირებს აღენიშნებათ დემენციის, სიბრმავის, დისფაზიის, ჰემიპარეზების, ატაქსიისა და კეროვანი დაზიანებების შერწყმა; რამდენიმე თვეში სიკვდილით სრულდება. ტვინის პათოლოგია წარმოდგენილია მიელინის და გლიური უჯრედების კეროვანი დაკარგვით, დამახასიათებელი ჩართვებით მიელინდაკარგულ მონაკვეთებში. დაავადების გამომწვევი აგენტი შეიძლება გამოვლინდეს ელექტრომიკროსკოპის საშუალებით ან მონოკლინური ანტისხეულების გამოყენებით შეღებილ პრეპარატებზე.