გამამაგრებელი თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გამამაგრებელი (ჩანაცვლებითი) თერაპია''' - (maintenance therapy), ფსიქოაქტი...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
 
[[კატეგორია:თერაპია]]
 
[[კატეგორია:თერაპია]]

მიმდინარე ცვლილება 16:16, 31 აგვისტო 2018 მდგომარეობით

გამამაგრებელი (ჩანაცვლებითი) თერაპია - (maintenance therapy), ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერების ნაცვლად ისეთი ნივთიერების დანიშვნას, რომელიც იწვევს ჯვარედინ დამოკიდებულებას ან ჯვარედინ ტოლერანტობას. ტერმინი ზოგჯერ გულისხმობს დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერების დანიშვნას მისი უფრო დამზოგველი ფორმით.

ჩანაცვლებითი თერაპიის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული (ძირითადად არალეგალური) ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შემცირება ან შეწყვეტა, ან იმ ზიანის შემცირება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული ნივთიერების მიღების ფორმასთან (შეყვანასთან). მაგ., საერთო შპრიცის გამოყენებასთან ან სოციალური ზიანის შემცირებასთან. გამამაგრებელ თერაპიას ხშირად ატარებენ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის მკურნალობასთან ერთად.

გამამაგრებელი (ჩანაცვლებითი) თერაპიის მაგალითებია: ჰეროინის დამოკიდებულების მკურნალობა მეტადონით, ნიკოტინის საღეჭი რეზინის გამოყენება თამბაქოს წევის წინააღმდეგ.

ჩანაცვლებითი თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს რამდენიმე კვირიდან 20 და მეტ წლამდე. მას ხშირად განასხვავებენ მკურნალობისაგან დოზების თანდათანობითი შემცირებით მის სრულ შეწყვეტამდე (დეტოქსიკაცია).




[რედაქტირება] წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები