რეაბილიტაცია (სამედიცინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რეაბილიტაცია''' - (rehabilitation) ინვალიდიზაციასთან მიმართებით – ფუნ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
[[კატეგორია:რეაბილიტაცია]]
 

მიმდინარე ცვლილება 12:18, 10 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

რეაბილიტაცია - (rehabilitation) ინვალიდიზაციასთან მიმართებით – ფუნქციური შესაძლებლობების დონის მაქსიმალური მიღწევით, განათლებისა და გადამზადების მიზნით გამოყენებული კოორდინირებული სამედიცინო, სოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური ღონისძიებები.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებულ სფეროში – პროცესი, რომლის დახმარებითაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად განვითარებული მოშლილობების მქონე ინდივიდი იძენს ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას, აგრეთვე – ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას.

რეაბილიტაცია მოჰყვება მკურნალობის საწყის ფაზას, რომელიც მოიცავს დეტოქსიკაციას, სამედიცინო და ფსიქიატრიულ მკურნალობას. რეაბილიტაცია მოიცავს სხვადასხვა მიდგომას: ჯგუფური თერაპია; რეციდივის თავიდან აცილების მიზნით ქცევითი თერაპიის სპეციალური ფორმები: ურთიერთდახმარების ჯგუფში ჩართვა, თერაპიულ თანასაზოგადოებაში ან „სახლში – შუა გზაზე“ ცხოვრება, პროფესიის ათვისება, შრომითი მოწყობა. მოსალოდნელი შედეგი – უფრო ფართო თანასაზოგადოებაში სოციალური რეინტეგრაცია.



[რედაქტირება] წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები