მარეშალი მარსელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 9: ხაზი 9:
 
მარეშალის შეხვედრა ჟაკ ოდიბერტისთან და „მარტოხელა მხედრის“ („Le Cavalier seul“) სცენაზე დადგმა მისი პირველი სერიოზული წარმატების საფუძველია. მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა შემდგომშიც გრძელდება. მარეშალისთვის ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრები ლუი არაგონთან, რომელთანაც ერთად ქმნის „Cripure“-ს, ხოლო 1966 წელს [[ვოტიე ჟან|ჟან ვოტიესთან]] ერთად - „Badadesques“-ს.  
 
მარეშალის შეხვედრა ჟაკ ოდიბერტისთან და „მარტოხელა მხედრის“ („Le Cavalier seul“) სცენაზე დადგმა მისი პირველი სერიოზული წარმატების საფუძველია. მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა შემდგომშიც გრძელდება. მარეშალისთვის ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრები ლუი არაგონთან, რომელთანაც ერთად ქმნის „Cripure“-ს, ხოლო 1966 წელს [[ვოტიე ჟან|ჟან ვოტიესთან]] ერთად - „Badadesques“-ს.  
  
1972 წელს მისი დასი ნაციონალური დრამატული ცენტრის სტატუსს იღებს და ბინავდება მარსელის სხვადასხვა თეატრალურ შენობაში, სადაც მარეშალი თანამედროვე და კლასიკოს ავტორთა ნაწარმოებების დადგმას განაგრძობს. სწორედ მას მიანდეს 1995 წელს პარიზის Rond-Point-ის თეატრის ხელმძღვანელობა და განახლება, სადაც მოღვაწეობას ჯერ [[კლოდელი პოლ|კლოდელის]], ხოლო შემდეგ ოდიბერტისა და ბეკეტის ნაწარმოებების განხორციელებით იწყებს. მის თეატრში ყოველ სიტყვას, მეტყველებას უკავშირდება მუდმივი მოძრაობა, ამ მხრივ იგი ჟან ვილარის ტრადიციას აგრძელებს. მარეშალი სცენაზე ათავსებს სხვადასხვა მექანიზმებსა და მოწყობილობებს. რეჟისორი თითქოსდა თამაშს აგებს კომედიასა და დრამას, ფარსსა და ტრაგედიას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. ის თავის ნამუშევრებს უმწეოებსა და დამცირებულებს უძღვნის, რითაც თავისებურ ხარკს უხდის საკუთარ მძიმე ახალგაზრდობას; ეძებს ხერხს, რათა გამოიყენოს ხელოვნება ადამიანთა და შემოქმედთა დასაკავშირებლად.
+
1972 წელს მისი დასი ნაციონალური დრამატული ცენტრის სტატუსს იღებს და ბინავდება მარსელის სხვადასხვა თეატრალურ შენობაში, სადაც მარეშალი თანამედროვე და კლასიკოს ავტორთა ნაწარმოებების დადგმას განაგრძობს. სწორედ მას მიანდეს 1995 წელს პარიზის Rond-Point-ის თეატრის ხელმძღვანელობა და განახლება, სადაც მოღვაწეობას ჯერ [[კლოდელი პოლ|კლოდელის]], ხოლო შემდეგ ოდიბერტისა და ბეკეტის ნაწარმოებების განხორციელებით იწყებს. მის თეატრში ყოველ სიტყვას, მეტყველებას უკავშირდება მუდმივი მოძრაობა, ამ მხრივ იგი ჟან ვილარის ტრადიციას აგრძელებს. მარეშალი სცენაზე ათავსებს სხვადასხვა მექანიზმებსა და მოწყობილობებს. რეჟისორი თითქოსდა თამაშს აგებს [[კომედია|კომედიასა]] და დრამას, ფარსსა და ტრაგედიას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. ის თავის ნამუშევრებს უმწეოებსა და დამცირებულებს უძღვნის, რითაც თავისებურ ხარკს უხდის საკუთარ მძიმე ახალგაზრდობას; ეძებს ხერხს, რათა გამოიყენოს ხელოვნება ადამიანთა და შემოქმედთა დასაკავშირებლად.
  
 
=== წყარო ===
 
=== წყარო ===

17:24, 26 სექტემბერი 2016-ის ვერსია

მარეშალი მარსელ - (ფრ. MARECHAL MARCEL ფრანგი რეჟისორი, დრამატურგი მსახიობი და მწერალი.

მარსელ მარეშალი დაიბადა 1937 წლის 25 დეკემბერს ეკიულში, ლიონის მახლობლად.

1958 წელს მარსელ მარეშალი აყალიბებს მოყვარულთა დასს - Les Comédiens du Cothurne. იგი მოხიბლულია თანამედროვე ავტორებით და ლიონის სენტ-ნიზიეს დარბაზში, მოგვიანებით კი მერვე ოლქის თეატრში ინტენსიურად დგამს ანუის, ჰელდეროდს, ბეკეტს.

1961 წელს მოყვარულთა ეს ჯგუფი გოლდონისა და რეზანტის ნაწარმოებების წარმოდგენით პროფესიონალურ დასად იქცევა.

მარეშალის შეხვედრა ჟაკ ოდიბერტისთან და „მარტოხელა მხედრის“ („Le Cavalier seul“) სცენაზე დადგმა მისი პირველი სერიოზული წარმატების საფუძველია. მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა შემდგომშიც გრძელდება. მარეშალისთვის ასევე მნიშვნელოვანია შეხვედრები ლუი არაგონთან, რომელთანაც ერთად ქმნის „Cripure“-ს, ხოლო 1966 წელს ჟან ვოტიესთან ერთად - „Badadesques“-ს.

1972 წელს მისი დასი ნაციონალური დრამატული ცენტრის სტატუსს იღებს და ბინავდება მარსელის სხვადასხვა თეატრალურ შენობაში, სადაც მარეშალი თანამედროვე და კლასიკოს ავტორთა ნაწარმოებების დადგმას განაგრძობს. სწორედ მას მიანდეს 1995 წელს პარიზის Rond-Point-ის თეატრის ხელმძღვანელობა და განახლება, სადაც მოღვაწეობას ჯერ კლოდელის, ხოლო შემდეგ ოდიბერტისა და ბეკეტის ნაწარმოებების განხორციელებით იწყებს. მის თეატრში ყოველ სიტყვას, მეტყველებას უკავშირდება მუდმივი მოძრაობა, ამ მხრივ იგი ჟან ვილარის ტრადიციას აგრძელებს. მარეშალი სცენაზე ათავსებს სხვადასხვა მექანიზმებსა და მოწყობილობებს. რეჟისორი თითქოსდა თამაშს აგებს კომედიასა და დრამას, ფარსსა და ტრაგედიას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. ის თავის ნამუშევრებს უმწეოებსა და დამცირებულებს უძღვნის, რითაც თავისებურ ხარკს უხდის საკუთარ მძიმე ახალგაზრდობას; ეძებს ხერხს, რათა გამოიყენოს ხელოვნება ადამიანთა და შემოქმედთა დასაკავშირებლად.

წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები