ცაგარეიშვილი გერასიმე
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცაგარეიშვილი გერასიმე“ გადაიტანა გვერდზე „[[გერასიმე ცაგარეიშვი...) |
16:11, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია
ცაგარეიშვილი გერასიმე (დ. - 1864, სოფ. გოჩა ჯიხაიში - გ. - 14.XII.1927) - ცნობილი პედაგოგი.
1883 დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1893 დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით; 1894 მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, წარმატებით ასწავლიდა რუსულ და ლათინურ ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას. 1904-1905 სასწავლო წლიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის.
გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულების და ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად; ს. ხუნდაძესთან ერთად, იგი გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. 1920 გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი მუშაობდა საბჭოთა სკოლაში.
- დოდო ჭუმბურიძე
ლიტერატურა
- „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“, წიგნი II, სამეცნიერო მეთოდური კაბინტის გამომცემლობა, 1955;
- ქუთ. სახ. ისტ. არქ. ფ. 9, საქ. 1535.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი