ოლიმპიური რგოლები
(ახალი გვერდი: '''ოლიმპიური რგოლები''' - [[ოლიმპიური სიმბოლოები|ოლიმპიური სიმბ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Olimpiuri rgolebi.PNG|thumb|300პქ| ]] | ||
'''ოლიმპიური რგოლები''' - [[ოლიმპიური სიმბოლოები|ოლიმპიური სიმბოლო]] - 5 ერთმანეთზე გადაჭდობილი რგოლი, რომელიც 1913 წელს [[პიერ დე კუბერტენი]]ს მიერ არის შემუშავებული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიშანს წარმოადგენს. სწორედ კუბერტენის მიერ მოხაზული და გაფერადებული ხუთი რგოლი გამოჩნდა პირველად მისივე წერილის თავფურცელზე. მოგვიანებით, მან ხუთი რგოლის მნიშვნელობა დეტალურად განმარტა ოლიმპიურ მიმოხილვაში: „ხუთი რგოლი - ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი - წარმოადგენს სამყაროს ხუთ ნაწილს, რომლებიც უკვე ეზიარნენ ან მომავალში | '''ოლიმპიური რგოლები''' - [[ოლიმპიური სიმბოლოები|ოლიმპიური სიმბოლო]] - 5 ერთმანეთზე გადაჭდობილი რგოლი, რომელიც 1913 წელს [[პიერ დე კუბერტენი]]ს მიერ არის შემუშავებული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიშანს წარმოადგენს. სწორედ კუბერტენის მიერ მოხაზული და გაფერადებული ხუთი რგოლი გამოჩნდა პირველად მისივე წერილის თავფურცელზე. მოგვიანებით, მან ხუთი რგოლის მნიშვნელობა დეტალურად განმარტა ოლიმპიურ მიმოხილვაში: „ხუთი რგოლი - ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი - წარმოადგენს სამყაროს ხუთ ნაწილს, რომლებიც უკვე ეზიარნენ ან მომავალში | ||
ეზიარებიან ოლიმპიზმს. ექვსი ფერი - ვგულისხმობ ასევე ოლიმპიური დროშის ქსოვილის თეთრ ფონს, იმგვარად არის შერჩეული, რომ წარმოადგენს უკლებლივ ყველა ეროვნების ფერს. ეს საოცარი საერთაშორისო ემბლემაა.“ | ეზიარებიან ოლიმპიზმს. ექვსი ფერი - ვგულისხმობ ასევე ოლიმპიური დროშის ქსოვილის თეთრ ფონს, იმგვარად არის შერჩეული, რომ წარმოადგენს უკლებლივ ყველა ეროვნების ფერს. ეს საოცარი საერთაშორისო ემბლემაა.“ | ||
მიმდინარე ცვლილება 23:46, 5 თებერვალი 2021 მდგომარეობით
ოლიმპიური რგოლები - ოლიმპიური სიმბოლო - 5 ერთმანეთზე გადაჭდობილი რგოლი, რომელიც 1913 წელს პიერ დე კუბერტენის მიერ არის შემუშავებული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიშანს წარმოადგენს. სწორედ კუბერტენის მიერ მოხაზული და გაფერადებული ხუთი რგოლი გამოჩნდა პირველად მისივე წერილის თავფურცელზე. მოგვიანებით, მან ხუთი რგოლის მნიშვნელობა დეტალურად განმარტა ოლიმპიურ მიმოხილვაში: „ხუთი რგოლი - ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი - წარმოადგენს სამყაროს ხუთ ნაწილს, რომლებიც უკვე ეზიარნენ ან მომავალში ეზიარებიან ოლიმპიზმს. ექვსი ფერი - ვგულისხმობ ასევე ოლიმპიური დროშის ქსოვილის თეთრ ფონს, იმგვარად არის შერჩეული, რომ წარმოადგენს უკლებლივ ყველა ეროვნების ფერს. ეს საოცარი საერთაშორისო ემბლემაა.“
ოლიმპიური ქარტიის თანახმად: „ოლიმპიური სიმბოლო შედგება ერთნაირი ზომის 5 ურთიერთგადაჯაჭვული რგოლისგან (ოლიმპიური რგოლები), რომლებიც გამოიყენება ცალკე, ერთ ფერში ან 5 სხვადასხვა ფერში, რომელთა თანამიმდევრობა, მარცხნიდან მარჯვნივ, ასეთია: ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი. რგოლები გადაჯაჭვულია მარცხნიდან მარჯვნივ: ცისფერი, შავი და წითელი რგოლები განლაგებულია ზემოთ, ყვითელი და მწვანე რგოლები ქვემოთ. ოლიმპიური სიმბოლო გამოხატავს ოლიმპიურ მოძრაობას, განასახიერებს ხუთი კონტინენტის კავშირს და ოლიმპიურ თამაშებზე მთელი მსოფლიოს სპორტსმენების ერთიანობას.“