ჰანსვურსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჰანსვურსტი'''  – გერმანული ხალხური თეატრის კომიკური პერსონაჟი. ეს სახე გაჩნდა XVI საუკუნეს „ფასტნახტშპილებში“. XVII საუკუნის „პიკელჰერინგთან“ ერთად გავრცელდა როგორც მთავარი პირი კომიკური ინტერმედიებისა. მაყურებელს აცინებდა უხეში ფარსული ოხუნჯობითა და ოინბაზობით. მოქმედების მსვლელობისას იგი წამდაუწუმ მიმართავდა მაყურებელს და ფართოდ იყენებდა იმპროვიზაციას.
+
'''ჰანსვურსტი'''  – (გერმ. hanswurst, სიტყვასითყვით – „ჰანსი-ძეხვი“) – გერმანული ტრადიციული [[თეატრი]]ს კომიკური [[პერსონაჟი]] ასახულ იქნა [[ფასტნახტშპილი|ფასტნახტშპილებში]] პ. პრობსტის, ჰ. საქსის, ჰ. როლის მიერ. მე-17 ს. პიკელგერინგთან ერთად გავრცელდა როგორც [[ინტერმედია|ინტერმედიების]] მთავარი მონაწილე; ამასთანავე იგი არის გერმანელი მოხეტიალე მსახიობების ერთგვარი კრებსითი სახე.
 +
 
 +
ჰანსვურსტი გერმანელი მდაბიორია, უბრალო და მოხერხებული, მხიარულიც და ჩხუბისთავიც, მშიშარა და ღორმუცელა, რომელიც ართობს მაყურებელს უხეში, პრიმიტიული, ფარსული ხუმრობით და ტრიუკებით. მოქმედების მსვლელობის დროს, იმპროვიზაციის გამოყენებით, იგი მუდმივად ესაუბრება მაყურებელს. გერმანულის გარდა, არსებობდა ჰანსვურსტის მეორე ნაირსახეობაც – ავსტრიული, რომელიც იტალიური [[კომედია დელ’არტე]]ს გავლენით, ძალიან ჩამოჰგავდა [[არლეკინო]]ს. მე-18 ს. კლასიცისტებმა ი. გოტშედმა და კ. ნეიბერმა გაილაშქრეს ჰანსვურსტის წარმოდგენების შინაარსისა და [[სტილი]]ს წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, აქვეითებდა მაყურებლის გემოვნებას.
 +
 
 +
მოგვიანებით, ლესინგმა დაგმო ჰანსვურსტის სცენიდან გაძევება როგორც გერმანული ხალხური თეატრის ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტის მცდელობა. მე-18 ს. დამლევს ჰანსვურსტი საბოლოოდ გაქრა სცენიდან და თავისი ადგილი დაუთმო [[ვოდევილი|ვოდევილებისა]] და [[ზინგშპილი|ზინგშპილების]] მრავალფეროვან კომიკურ პერსონაჟებს.  
  
  
ხაზი 5: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:თეატრალური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:გერმანული თეატრი]]
 
[[კატეგორია:გერმანული თეატრი]]

მიმდინარე ცვლილება 15:54, 18 მაისი 2023 მდგომარეობით

ჰანსვურსტი – (გერმ. hanswurst, სიტყვასითყვით – „ჰანსი-ძეხვი“) – გერმანული ტრადიციული თეატრის კომიკური პერსონაჟი ასახულ იქნა ფასტნახტშპილებში პ. პრობსტის, ჰ. საქსის, ჰ. როლის მიერ. მე-17 ს. პიკელგერინგთან ერთად გავრცელდა როგორც ინტერმედიების მთავარი მონაწილე; ამასთანავე იგი არის გერმანელი მოხეტიალე მსახიობების ერთგვარი კრებსითი სახე.

ჰანსვურსტი გერმანელი მდაბიორია, უბრალო და მოხერხებული, მხიარულიც და ჩხუბისთავიც, მშიშარა და ღორმუცელა, რომელიც ართობს მაყურებელს უხეში, პრიმიტიული, ფარსული ხუმრობით და ტრიუკებით. მოქმედების მსვლელობის დროს, იმპროვიზაციის გამოყენებით, იგი მუდმივად ესაუბრება მაყურებელს. გერმანულის გარდა, არსებობდა ჰანსვურსტის მეორე ნაირსახეობაც – ავსტრიული, რომელიც იტალიური კომედია დელ’არტეს გავლენით, ძალიან ჩამოჰგავდა არლეკინოს. მე-18 ს. კლასიცისტებმა ი. გოტშედმა და კ. ნეიბერმა გაილაშქრეს ჰანსვურსტის წარმოდგენების შინაარსისა და სტილის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, აქვეითებდა მაყურებლის გემოვნებას.

მოგვიანებით, ლესინგმა დაგმო ჰანსვურსტის სცენიდან გაძევება როგორც გერმანული ხალხური თეატრის ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტის მცდელობა. მე-18 ს. დამლევს ჰანსვურსტი საბოლოოდ გაქრა სცენიდან და თავისი ადგილი დაუთმო ვოდევილებისა და ზინგშპილების მრავალფეროვან კომიკურ პერსონაჟებს.



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები