ანტენა რეფლექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანტენა რეფლექტორი''' – (ინგლ. antenna reflector), პარაბოლოიდური ამრეკლი ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ანტენა რეფლექტორი''' – (ინგლ. antenna reflector),  პარაბოლოიდური ამრეკლი ეკრანის ზედაპირის მქონე ლითონის კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რადიოტალღების მისაღებად და გადასაცემად კოსმოსური სივრციდან.  
+
[[ფაილი:Antena refleqtori.PNG|thumb|ანტენა რეფლექტორი]]
 +
'''ანტენა რეფლექტორი''' – (ინგლ. antenna reflector),  პარაბოლოიდური ამრეკლი ეკრანის ზედაპირის მქონე [[ლითონის კონსტრუქციები|ლითონის კონსტრუქცი]]ა, რომელიც გამოიყენება რადიოტალღების მისაღებად და გადასაცემად კოსმოსური სივრციდან.  
  
 
რეფლექტორი (გასაშლელი) შექმნილი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ავტორთა კოლექტივი აკადემიკოს [[ელგუჯა მეძმარიაშვილი]]ს ხელმძღვანელობით) და 1999 წლის 23 ივლისს გაშლილი იქნა ღია კოსმოსში სადგურ „მირ“-ის სპეციალურ კონსტრუქცია „სოფორა“-ზე რუსი და ფრანგი კოსმონავტების მიერ.
 
რეფლექტორი (გასაშლელი) შექმნილი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ავტორთა კოლექტივი აკადემიკოს [[ელგუჯა მეძმარიაშვილი]]ს ხელმძღვანელობით) და 1999 წლის 23 ივლისს გაშლილი იქნა ღია კოსმოსში სადგურ „მირ“-ის სპეციალურ კონსტრუქცია „სოფორა“-ზე რუსი და ფრანგი კოსმონავტების მიერ.
ხაზი 10: ხაზი 11:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:ანტენები]]
 
 
[[კატეგორია:კოსმოსური ანტენები]]
 
[[კატეგორია:კოსმოსური ანტენები]]
 +
[[კატეგორია:ანტენა]]

მიმდინარე ცვლილება 15:26, 11 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ანტენა რეფლექტორი

ანტენა რეფლექტორი – (ინგლ. antenna reflector), პარაბოლოიდური ამრეკლი ეკრანის ზედაპირის მქონე ლითონის კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რადიოტალღების მისაღებად და გადასაცემად კოსმოსური სივრციდან.

რეფლექტორი (გასაშლელი) შექმნილი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ავტორთა კოლექტივი აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით) და 1999 წლის 23 ივლისს გაშლილი იქნა ღია კოსმოსში სადგურ „მირ“-ის სპეციალურ კონსტრუქცია „სოფორა“-ზე რუსი და ფრანგი კოსმონავტების მიერ.

ანტენა რეფლექტორი შედგება გამშლელი ძალოვანი რგოლისგან, რომლის ფუნქციებია ელექტროამძრავებით გაშლა, მასთან დაკავშირებულ, წინასწარ დაძაბულ ცენტრთან ერთად. ცენტრი შედგენილია მოქნილი, ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი, გაჭიმული, რადიანული განლაგების ფურცლებისაგან – წიბოებისაგან. წინასწარ დაძაბულ ფურცლებს თავის სიბრტყეში გააჩნიათ დიდი სიხისტე, ამასთან, ისინი თავისი ზუსტი პროფილით აღწევენ პარაბოლოიდის ზუსტ, დისკრეტულ გეომეტრიას, რომელზეც რეფლექტორის ამრეკლი ეკრანი – მეტალის ტრიკოტაჟის ბადეა დამაგრებული. კოსმოსურ აპარატთან რეფლექტორის ჩამაგრება ხორციელდება ცენტრალური კვანძით, სადაც ასევე მოწყობილია რეფლექტორის გაშლის სინქრონიზატორები. რეფლექტორის ეკრანს გააჩნია ელიფსური მოხაზულობა, რომელიც გამშლელ ძალოვან რგოლთან მიმართებაში ხორციელდება მასზე სხვადასხვა სიგრძის კონსოლური გადმონაშვერების დამაგრებით, რომლებიც წარმოადგენს ცენტრალური რადიალური წიბოების გაგრძელებას. ყოველი წლის 23 ივლისი საქართველოში აღინიშნება როგორც „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე”.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები