განდეგილი (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „განდეგილი (პოეტი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ერისთავი-მდივანი დომინიკ...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Daria eristavi.PNG|thumb|დომინიკა ერისთავი]]
 
[[ფაილი:Daria eristavi.PNG|thumb|დომინიკა ერისთავი]]
'''განდეგილი''' – (1865 – 1929),  ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.  ნამდვილი სახელი და გვარი — დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი. დაიბადა სოფელ სალომინაოში (ქუთაისის მაზრა). 1893 წელს პირველი ლექსი – „ბარათაშვილის
+
'''განდეგილი''' – (1865 – 1929),  ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.  ნამდვილი სახელი და გვარი — დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი. დაიბადა სოფელ სალომინაოში (ქუთაისის მაზრა). 1893 წელს პირველი [[ლექსი]] – „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ – [[ილია ჭავჭავაძე]]მ გაზეთ „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში” დაუბეჭდა. თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან”, როგორც [[ქართული ენა|ქართული ენის]] კარგი მცოდნე (იყო პირველი კორექტორი ქალი). ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი [[მოთხრობა]] „მუნჯი”, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები. განდეგილის ლექსების კრებული 1898 წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და [[მოთხრობა|მოთხრობების]] კრებული – 1910 წელს მისი [[პოეზია|პოეზიის]] მთავარი [[მოტივი (ლიტერატურა)|მოტივი]]ა პატრიოტიზმი ([[პოემა]] „შეჩვენებული“), აგრეთვე, სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“ აღსანიშნავია მისი თარგმანები, რომელთა შორის გამოირჩევა 1902 წელს გამოცემული ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“.
ნეშთის გადმოსვენების გამო“ – ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში” დაუბეჭდა. თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან”, როგორც
+
 
[[ქართული ენა|ქართული ენის]] კარგი მცოდნე (იყო პირველი კორექტორი ქალი). ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი”, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები. განდეგილის ლექსების კრებული 1898 წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და მოთხრობების კრებული – 1910 წელს მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“), აგრეთვე, სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“ აღსანიშნავია მისი თარგმანები, რომელთა შორის გამოირჩევა 1902 წელს გამოცემული ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“.  
+
1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა, მას ქართველ [[ჟორჟ სანდი|ჟორჟ სანდს]] უწოდებდნენ. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, [[თაგორი რაბინდრანათ|რაბინდრანათ თაგორის]] შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა [[ინდოეთი|ინდოეთში]] გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. ახლო მეგობრობა აკავშირებდა [[ალექსანდრე ხახანაშვილი|ალექსანდრე ხახანაშვილთან]], [[ვაჟა-ფშაველა]]სთან, [[ილია ჭავჭავაძე]]სთან და მის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან. ეხმარებოდა [[იაკობ გოგებაშვილი|იაკობ გოგებაშვილს]] წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.
  
1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“რედაქტორად დაინიშნა, მას ქართველჟორჟ სანდს უწოდებდნენ. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა [[ინდოეთი|ინდოეთში]] გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. ახლო მეგობრობა აკავშირებდა ალექსანდრე
 
ხახანაშვილთან, ვაჟა-ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესთან და მის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან. ეხმარებოდა იაკობ გოგებაშვილს წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.
 
  
 
:::: '''ავქსენტი ცაგარელს'''
 
:::: '''ავქსენტი ცაგარელს'''

მიმდინარე ცვლილება 17:31, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით

დომინიკა ერისთავი

განდეგილი – (1865 – 1929), ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. ნამდვილი სახელი და გვარი — დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი. დაიბადა სოფელ სალომინაოში (ქუთაისის მაზრა). 1893 წელს პირველი ლექსი – „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ – ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში” დაუბეჭდა. თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან”, როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე (იყო პირველი კორექტორი ქალი). ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი”, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები. განდეგილის ლექსების კრებული 1898 წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და მოთხრობების კრებული – 1910 წელს მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“), აგრეთვე, სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“ აღსანიშნავია მისი თარგმანები, რომელთა შორის გამოირჩევა 1902 წელს გამოცემული ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“.

1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა, მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, რაბინდრანათ თაგორის შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. ახლო მეგობრობა აკავშირებდა ალექსანდრე ხახანაშვილთან, ვაჟა-ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესთან და მის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან. ეხმარებოდა იაკობ გოგებაშვილს წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.


ავქსენტი ცაგარელს
აჰა, სანაცვლო შენის ამაგის,
დიდი და მცირე აცრემლებული,
სამკვიდრო ბინად ოთხი ფიცარი
და წინ სამარე განმზადებული.
„რაც გვინახია, ვეღარა ვნახავთ“,
ვეღარც მოვისმენთ შენს ტკბილს საუბარს,
დღეს სამუდამოდ ემშვიდობები
შენს ამხანაგებს, ძმას და მეგობარს.
ენა მახვილი, ნიჭით ძლიერი
რამ დაგიჩლუნგა და დაგიდუმა?
ნუთუ არ გესმის, რა გულ-დამწვარი
დაგტირის თავზე შენი „ხანუმა?“
ნუთუ ვერ ჰხედავ საწყალ „აკოფას“,
მწარედ მტირალსა და დაობლებულს,
ან და „გულ-ჯავარს“, თმა-გაწეწილსა,
მოხუც „ციმბირელს“, ცრემლის ტბად ქცეულს!
ვეღარას ჰხედავ ჩემო ასიკო,
უცბად მოგვშორდი და გაგვეყარე,
მშვიდობით, ძმაო! სხვას ვერას გიძღვნით _
ჩვენი გულია შენი სამარე.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები