ფოკის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი“ გადაიტანა გვერდზე „[[ფოკის მონასტე...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ფოკის მონასტერი''' (ინგლ. Foka Monastery) – ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი. [[ფაილი:Fokis monasteri.jpg|thumb|300პქ|'''პანორამული ხედი''']]
 
'''ფოკის მონასტერი''' (ინგლ. Foka Monastery) – ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი. [[ფაილი:Fokis monasteri.jpg|thumb|300პქ|'''პანორამული ხედი''']]
მდებარეობს სამხრეთ [[საქართველო]]ში, ისტორიულ [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, სოფელ ფოკაში. მონასტრის დაარსება საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელთანაა დაკავშირებული. წმიდა ნინო საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. ამ ადგილას XI საუკუნეში მისი სახელობის ტაძარი ააგეს.  
+
მდებარეობს სამხრეთ [[საქართველო]]ში, ისტორიულ [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]], [[ფარავნის ტბა|ფარავნის ტბის]] სამხრეთ ნაპირას, სოფელ [[ფოკა (სოფელი)|ფოკა]]ში. მონასტრის დაარსება საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გამავრცელებელ [[წმინდა ნინო|წმიდა ნინო]] კაბადოკიელის სახელთანაა დაკავშირებული. წმიდა ნინო საქართველოში [[სომხეთი]]დან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. ამ ადგილას XI საუკუნეში მისი სახელობის ტაძარი ააგეს.  
  
მიუხედავად მცირე ზომისა (გარედან 8,00×15,00 მ.), ფოკა ჯავახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული ძეგლია. [[ეკლესია]] დარბაზული ტიპისაა მინაშენების გარეშე. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით, რაც მხატვრული ზემოქმედების ძლიერ ფაქტორს განაპირობებს როგორც გარეთ, ისე ტაძრის შიგნითაც. [[ფაილი:Fokis monasteri 2.jpg|thumb|მარცხნივ|'''წმინდა ნინოს ობელისკი''']]
+
მიუხედავად მცირე ზომისა (გარედან 8,00×15,00 მ.), ფოკა ჯავახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული ძეგლია. [[ეკლესია]] დარბაზული ტიპისაა მინაშენების გარეშე. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით, რაც მხატვრული ზემოქმედების ძლიერ ფაქტორს განაპირობებს როგორც გარეთ, ისე ტაძრის შიგნითაც. [[ფაილი:Fokis monasteri 2.jpg|thumb|მარცხნივ|'''წმინდა ნინოს [[ობელისკი]]''']]
 
სუფთად გათლილი და დაწყობილი ქვის კვადრები ძალიან დიდია (ქვედა რიგებში ზოგიერთის სიგრძე 2,50 მ-მდეა). უზარმაზარი მართკუთხა [[ლოდი|ლოდია]] გადებული სამხრეთი კარის თავზეც (3,87×1,27 მ). თავისი სიდიდით და ფორმით ის თრიალეთურ ტრადიციას უკავშირდება. ეს უზარმაზარი [[არქიტრავი]] ქმნის მთავარ დეკორაციულ აქცენტსაც. ძეგლის თავისებურებას [[სარკმელი|სარკმლები]] შეადგენს. უჩვეულოა სამხეთი კედლის ორი სარკმლის კონსტრუქცია: შიგნით [[ღიობი|ღიობის]] მალი 1 მეტრზე მეტია მაშინ, როდესაც გარეთა ხვრელის სიგანე მხოლოდ 15 სანტიმეტრია. ისინი სამკუთხა [[ნიშა (არქიტექტურა)|ნიშების]] შთაბეჭდილებას ქმნიან, რაც ტაძრის [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერს]] მეტ პლასტიკურობას ანიჭებს. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] [[აფსიდა|აფსიდში]] სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშაა. [[ფაილი:Fokis monasteri 1.jpg|thumb|300პქ|'''საერთო ხედი''']]დეკორატიული მორთულობა ეკლესიას მხოლოდ სამხრეთ ფასადზე, კარის [[არქიტრავი|არქიტრავზე]] აქვს. ის [[ჩუქურთმა|ჩუქურთმის]] სახეებით და წარწერებითაა შევსებული. შვეულ პარალელურ ზოლებად დაყოფილ კომპოზიციაში განაპირა ზოლები ჩუქურთმებს აქვთ დათმობილი, ორ მომდევნოში წარწერებია. კომპოზიციის შუა ღერძზე ორანმენტული ჯვარია გამოსახული მაღალი ქვემო მკლავით. დახელოვნებული ოსტატის ხელი ჩანს სარკმლების საპირეების ჩუქურთმებშიც. აღსანიშნავია დასავლეთის და ჩრდილოეთის ყრუ [[ფასადი|ფასადები]], რომლებიც ფოკას ეკლესიის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს.  
 
მიმდინარე ცვლილება 13:25, 16 მაისი 2024 მდგომარეობით

ფოკის მონასტერი (ინგლ. Foka Monastery) – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი.
პანორამული ხედი

მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, სოფელ ფოკაში. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელთანაა დაკავშირებული. წმიდა ნინო საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. ამ ადგილას XI საუკუნეში მისი სახელობის ტაძარი ააგეს.

მიუხედავად მცირე ზომისა (გარედან 8,00×15,00 მ.), ფოკა ჯავახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული ძეგლია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა მინაშენების გარეშე. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით, რაც მხატვრული ზემოქმედების ძლიერ ფაქტორს განაპირობებს როგორც გარეთ, ისე ტაძრის შიგნითაც.
წმინდა ნინოს ობელისკი
სუფთად გათლილი და დაწყობილი ქვის კვადრები ძალიან დიდია (ქვედა რიგებში ზოგიერთის სიგრძე 2,50 მ-მდეა). უზარმაზარი მართკუთხა ლოდია გადებული სამხრეთი კარის თავზეც (3,87×1,27 მ). თავისი სიდიდით და ფორმით ის თრიალეთურ ტრადიციას უკავშირდება. ეს უზარმაზარი არქიტრავი ქმნის მთავარ დეკორაციულ აქცენტსაც. ძეგლის თავისებურებას სარკმლები შეადგენს. უჩვეულოა სამხეთი კედლის ორი სარკმლის კონსტრუქცია: შიგნით ღიობის მალი 1 მეტრზე მეტია მაშინ, როდესაც გარეთა ხვრელის სიგანე მხოლოდ 15 სანტიმეტრია. ისინი სამკუთხა ნიშების შთაბეჭდილებას ქმნიან, რაც ტაძრის ინტერიერს მეტ პლასტიკურობას ანიჭებს. საკურთხევლის აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშაა.
საერთო ხედი
დეკორატიული მორთულობა ეკლესიას მხოლოდ სამხრეთ ფასადზე, კარის არქიტრავზე აქვს. ის ჩუქურთმის სახეებით და წარწერებითაა შევსებული. შვეულ პარალელურ ზოლებად დაყოფილ კომპოზიციაში განაპირა ზოლები ჩუქურთმებს აქვთ დათმობილი, ორ მომდევნოში წარწერებია. კომპოზიციის შუა ღერძზე ორანმენტული ჯვარია გამოსახული მაღალი ქვემო მკლავით. დახელოვნებული ოსტატის ხელი ჩანს სარკმლების საპირეების ჩუქურთმებშიც. აღსანიშნავია დასავლეთის და ჩრდილოეთის ყრუ ფასადები, რომლებიც ფოკას ეკლესიის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით. საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარსარკმლები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია ძველი მხატვრობის ფრაგმენტები.

ფოკის ეკლესია მნიშვნელოვანია მასზე დატანილი წარწერებიდან გამომდინარე, რადგან ისინი საშუალებას გვაძლევს დავათარიღოთ ტაძრის აგება და შემდგომი შეკეთების პერიოდები. რელიეფური ასოებით შესრულებული წარწერებიდან ირკვევა, რომ ტაძარი ხუროთმოძღვარ ბავრელს აუგია 1033-1048 წლებში, ბაგრატ IV კუროპალატის და ქართლის კათოლიკოს იოანე ოქროპირის დროს. ტექნიკური შესრულების და ჩუქურთმათა ღირსების მიხედვით ფოკას ეკლესია ჯავახეთის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლთაგანია. დროთა განმავლობაში დაზიანებული ტაძარი ამჟამად მთლიანად აღდგენილია.

ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის წინ, იმ ადგილას სადაც წმინდა ნინომ პირველად დაადგა ფეხი ქართულ მიწას, განთავსებულია გათლილი ქვის მემორიალური მცირე ობელისკი შესაბამისი წარწერით. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს დაარსდა მამათა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები